ლეგენდარული ოჯახის შთამომავალი და გზა, რომელიც სიყვარულით გაგრძელდა: ირინკა კავსაძისა და გიორგი ტაბიძის ოჯახი - Marao

ლეგენდარული ოჯახის შთამომავალი და გზა, რომელიც სიყვარულით გაგრძელდა: ირინკა კავსაძისა და გიორგი ტაბიძის ოჯახი

2026-08-31 13:30:30+04:00

ლეგენდარული ქართველი მსახიობების, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილი, მსახიობი ირინკა კავსაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საზოგადოების სიყვარულით გამოირჩევა. ირინკამ გამომწერებს მორიგი კადრები გაუზიარა, სადაც მეუღლესთან, ასევე მსახიობ გიორგი ტაბიძესთან ერთად არის გადაღებული.

წყვილის ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა.

irinka-kavsadze

  • კავსაძეების არტისტული დინასტიის გაგრძელება - ირინკა კავსაძის გზა ამერიკიდან სამშობლომდე 

ირინკა კავსაძე

გვარი კავსაძე ქართულ კულტურაში ცალკე ეპოქასთან და უდიდეს არტისტულ ტრადიციასთან ასოცირდება. ირინკა კავსაძე ლეგენდარული კახი კავსაძისა და ქართული კინოს მშვენების, ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია.

მის ოჯახში ხელოვნება მხოლოდ პროფესია არ ყოფილა, ეს ცხოვრების წესი იყო. ირინკას საგვარეულო ფესვები მუსიკასა და თეატრში შორიდან იღებს სათავეს: მისი პაპის მამა გენიალური ქართველი ლოტბარი სანდრო კავსაძე გახლდათ, ასევე ლოტბარი იყო დათაშკა კავსაძეც. ხოლო ბებიის, ბელას მხრიდან, ირინკას დიდი პაპა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ამდენად, მის შემთხვევაში არტისტული გენი სრულიად ბუნებრივი მოვლენა აღმოჩნდა.

 ირინკას მამა, ირაკლი კავსაძეც, მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი". დღეს ირინკა სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში საქმიანობს.

მას საზოგადოება ცეკვავენ ვარსკვლავების მე-8 სეზონიდან იცნობს, სადაც ოთო ფოლადაშვილთან ერთად ცეკვავდა და ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.

irinka-kavsadze

ირინკა 10 წლის იყო, როდესაც ოჯახმა საქართველო დატოვა და ამერიკაში გადავიდა. მამამისი, ირაკლი კავსაძეც მსახიობია. პატარა გოგონასთვის უცხო ქვეყანაში ადაპტაცია ადვილი არ ყოფილა - ენის არცოდნა, ახალი სკოლა და უცხო გარემო დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული.

"ძალაინ არ მინდოდა წასვლა, მახსოვს თვითმფრინავში, რომ ჩავსხედით ტირილი ამივარდა, რადგან ვიცოდი, რომ იქ მომიწევდა ახალ სკოლაში შესვლა, ახალ ბავშვებთან ურთიერთობა, თან ენაც კარგად არ ვიცოდი. სკოლაში, როცა შემიყვანეს ძალიან გამიჭირდა. შემდეგ, როცა ენა ვისწავლე შევეგუე და კომფორტულად ვიყავი, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრათ დღემდე მიჭირს, სულ საქართველო მენატრება," - ამბობდა ირინკა ვიკა კალანდიას რუბრიკაში.