ლიზა კობერიძე: ქართველი მოდელის გზა „ნატალიდან“ Dolce & Gabbana-სა და Victoria's Secret-ის პოდიუმამდე - Marao

ლიზა კობერიძე: ქართველი მოდელის გზა „ნატალიდან“ Dolce & Gabbana-სა და Victoria's Secret-ის პოდიუმამდე

2026-09-01 13:48:24+04:00

ლიზა კობერიძე ქართველი მოდელია, რომელიც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში წარმატებულ ნაბიჯებს თავდაჯერებულად დგამს. სააგენტო „ნატალის“ აღზრდილმა მოდელმა უკვე მიაღწია იმას, რაზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს - ისეთ გრანდიოზულ ღონისძიებებსა და ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორიცაა მილანის მოდის კვირეული და Dolce & Gabbana.

liza-kpberize

  • „მინდა 120 წლამდე ვიცოცხლო. აი, მერე კი ნამდვილად დავიწყებ ჩემს ასაკზე დარდს" - ელენა კრისტენსენის ფენომენი, უბერებელი სილამაზე და 90-იანების ოქროს ხანა 

ვინ არის ლიზა კობერიძე

მისი პროფესიული გზა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან პირველი ნაბიჯები სააგენტო „ნატალის“ დიდ ოჯახში გადადგა. ლიზას პირველი მზადება პოდიუმისთვის ნატა ბუჩუკურის ხელში მოხდა, საიდანაც უზარმაზარი შრომისა და თავდადების ეტაპი დაიწყო. თავდაპირველად მან წარმატებას საქართველოში მიაღწია, 13 წლის ასაკში კი იტალიაში გაემგზავრა, სადაც მეტსახელად “Smart Bambina” შეარქვეს. ამას მოჰყვა აზიური ტური ტოკიოსა და კორეაში, სადაც ახალგაზრდა მოდელმა უდიდესი გამოცდილება დააგროვა.

liza-koberidze

  • რატომ და როდის ჩამოვა ნაომი კემპბელი საქართველოში - სუპერმოდელის კარიერა, რომელმაც მოდის ისტორია შეცვალა 

მანათობელი წერტილი მის კარიერაში 2021 წელი აღმოჩნდა: 16 წლის ლიზა მილანის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს წევრი გახდა და მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება დაამშვენა. სააგენტოს კრეატიული დირექტორი, მარიამ გიორგობიანი, მას პირველივე დღიდან „Top გოგოს“ უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ეს წარმატება იმ საერთო ოცნებების ასრულება იყო, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოში ჩაეყარა.

liza-koberidze

2024 წელს Victoria's Secret-მა  5-წლიანი პაუზის შემდეგ თავის ლეგენდარულ შოუ დააბრუნა, ქართველი მოდელი კი ამ გრანდიოზული ღონისძიების შესარჩევ კონკურსზე გამოჩნდა, რაც მის საერთაშორისო აღიარებასა და პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.