ქართველი პატარძლები და მათი ძვირფასი საქორწინო კაბები — ტოპ 5 პატარძალი, რომლებმაც მაღალი მოდის ბრენდები მოირგეს - Marao

ქართველი პატარძლები და მათი ძვირფასი საქორწინო კაბები — ტოპ 5 პატარძალი, რომლებმაც მაღალი მოდის ბრენდები მოირგეს

2026-09-02 15:16:00+04:00

საქორწინო კაბა მხოლოდ სამოსი არ არის - ეს არის სიმბოლო, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ინდივიდუალურ გემოვნებასა და ხშირად, ეპოქის მოდურ ტენდენციებს უკავშირდება. საუკუნეების განმავლობაში საქორწინო აუტფიტი ვითარდებოდა, თუმცა მისი მთავარი დანიშნულება უცვლელი დარჩა: შექმნას დახვეწილი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ვიზუალური ხატი. თანამედროვე ეპოქაში პატარძლის კაბა ხშირად ხდება ესთეტიკური განაცხადი, სადაც ერთმანეთს ერწყმის მაღალი მოდის სტანდარტები და პერსონალური სტილი.

  • "ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ 11 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევდა" - ინტერვიუ ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგნართან

გლობალურ საქორწინო ინდუსტრიაში არსებობს რამდენიმე საკულტო სახლი, რომლებიც ათწლეულებია, ამ სფეროს ტენდენციებს კარნახობენ. Vera Wang საკუთარი ნოვატორული, დრამატული და თანამედროვე სილუეტებით უპირობო ლიდერია, Zuhair Murad და Elie Saab ლიბანური ფუფუნების, ნაქარგი დეტალებისა და სამეფო მასშტაბის სიმბოლოდ ითვლებიან...

გთავაზობთ ცნობილი ქართველი პატარძლებისა და მათ მიერ არჩეული საქორწინო კაბების მიმოხილვას:

შორენა ბეგაშვილი — Fjolla Nila

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა არჩევანი დიზაინერ Fjolla Nila-ს ექსკლუზიურ კაბაზე შეაჩერა. ბრენდი ცნობილია სილუეტის ხაზგასმით, ბზინვარე ფაქტურებითა და ქალური ფორმების ეფექტური წარმოჩენით. შორენას აუტფიტი გამოირჩეოდა თამამი ჭრით, დახვეწილი დეტალებითა და დრამატული შლეიფით, რაც სრულად ესადაგებოდა მის პერსონალურ სტილს.

begashvili

სალომე თარგამაძე — Zuhair Murad

სალომე თარგამაძის საქორწინო იმიჯი მაღალი მოდის საუკეთესო ტრადიციების გამოძახილი იყო. მან Zuhair Murad-ის საქორწინო კაბა მოირგო, რომელიც გამოირჩეოდა ლიბანური ბრენდისთვის დამახასიათებელი რთული, ხელით შესრულებული ნაქარგით, მაქმანებითა და გრანდიოზული მოცულობით. ეს იყო კლასიკური, სამეფო ესთეტიკის მქონე არჩევანი.

  • 18 წლის ასაკში მოპოვებული გვირგვინიდან 4 შვილის დედობამდე —"მის საქართველო 2007" ნინო ლიკუჩოვას ცხოვრება კონკურსის შემდეგ

targamadze

ქეთი ხადური — Vera Wang Bride

ქეთი ხადურმა უპირატესობა მიანიჭა საქორწინო მოდის ლეგენდას — Vera Wang-ს. დიზაინერის ხელწერა მინიმალიზმისა და არქიტექტურული ფორმების სინთეზში მდგომარეობს. ქეთის კაბა გამოირჩეოდა თანამედროვე ელეგანტურობით, მსუბუქი ქსოვილების ოსტატური შრეებითა და დახვეწილი სილუეტით.

keti-khaduri

თაკო ნაცვლიშვილი — Vera Wang Bride

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი მნიშვნელოვანი დღისთვის ასევე Vera Wang Bride-ის კაბა აირჩია. მაღალი მოდის ინდუსტრიაში მიღებული დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, თაკოს არჩევანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული დახვეწილობით, სუფთა ხაზებითა და თანამედროვე, აკადემიური სიმარტივით, რაც იდეალურად ერწყმოდა მის ვიზუალს.

tako

  • „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი დაქორწინდა — ფოტოები ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ქორწილიდან

მარიამ შარმანაშვილი — MARIONELA

მარიამ შარმანაშვილმა არჩევანი ქართულ ბრენდ MARIONELA-ზე შეაჩერა. ბრენდი ცნობილია ინდივიდუალური მიდგომით, ხელით ნამუშევარი დეტალებითა და რომანტიკული ესთეტიკით. მარიამის კაბა გამოირჩეოდა ნაზი, ჰაეროვანი სილუეტითა და ექსკლუზიური დიზაინით, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადგილობრივი ატელიეების მაღალოსტატურ შესაძლებლობებს.

sharmanashvili