სიყვარული და ჰარმონია: ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ახალ ფოტოები - Marao

სიყვარული და ჰარმონია: ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ახალ ფოტოები

2026-09-03 11:22:20+04:00

ქართველი მაყურებლისთვის ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილი უკვე წლებია განსაკუთრებულ სიყვარულთან და პროფესიონალიზმთან ასოცირდება. „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ მოპოვებული უდიდესი პოპულარობა დღემდე არ განელებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეები პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდებიან და მედიასთან ურთიერთობისას აქცენტს მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე, ახალ პროექტებსა და ცეკვაზე აკეთებენ, გულშემატკივრები მაინც აქტიურად ადევნებენ თვალს მათ ყოველდღიურობას.

ცოტა ხნის წინ ჯულიანამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გააზიარა

oto-juliana

  • "ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ 11 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევდა" - ინტერვიუ ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგნართან 

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.

oto-juliana

  • სცენაზე და სცენის მიღმა: ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის კადრები ზაფხულის არდადეგებიდან 

"არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.

თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.

თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე" - ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.