მსახიობი ლელა მებურიშვილი ხატია ქირიას გადაცემას, „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ყოველდღიურობის, ოჯახური რუტინისა და პირადი ჩვევების შესახებ გულახდილად ისაუბრა.

- სამწუხაროდ, სახლში კერძების მომზადება არ მიყვარს, რის გამოც მრცხვენია. შურით ვუყურებ იმ ადამიანებს, ვისაც ეს გამოსდის და უყვარს. ჩემს მეუღლეს კულინარია ძალიან უყვარს და სამსახურიდან რომ მოდის, ველოდები, რომ რაღაც გემრიელს გაამზადებს. მეც ვაკეთებ, ოღონდ მხოლოდ საჭიროების გამო და არა სიამოვნებისთვის. მინდა და ვცდილობ, სტუმრები რომ მოვლენ, გემრიელად გავუმასპინძლდე, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ეს პროცესი. ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ სალათებს ამზადებს; ყოველთვის ვთხოვ, რომ გააკეთოს, მე კი დაჭრასა და გარეცხვაში ვეხმარები.
- მართლა მომწონს, როდესაც სახლში ვარ და ხალათი არ მაცვია. დილითაც, როცა ვდგები... მახსოვს, ლონდონში როცა გადავედით და ბავშვები სკოლაში მიმყავდა, მაკიაჟს საერთოდ არ ვიყენებდი, არც ლაქი მესვა და სრულიად ბუნებრივად ვიყავი. სულ მოკლე თმა მქონდა, არც კი ვივარცხნიდი, მაგრამ მაინც ლამაზად მეყენა.
ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელმა მითხრა: „ძალიან ნერვებს მიშლი, დილით ბავშვები სკოლაში რომ მოგვყავს, ყველანი გაწეწილები ვართ და შენ კი ასე ლამაზად ჩაცმული და მოწესრიგებული მოდიხარო“. შოკში ჩავვარდი, რადგან მეც უბრალოდ დილით რაღაც გადავიცვი და ისე გავედი. თუმცა, ეს საქართველოდან გამოყოლილი ჩვევა, აუცილებლად ფორმაში ყოფნა, მაინც კარგია. მთავარია, ამას საკუთარი თავისთვის აკეთებდე და არა სხვის დასანახად.

ბაჩო საგანელიძე არის ქართველი დიპლომატი, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობა უჭირავს.
დიპლომატიურ კარიერაში წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხო თანამდებობა, 2021 წლიდან დაინიშნა ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილედ (კურირებდა ეკონომიკურ მიმართულებას), ხოლო ელჩის არყოფნის პერიოდში ის საქმეთა დროებითი რწმუნებული და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.
ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".
მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალებით გაიცნო, მას არაერთი საინტერესო და და დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი თეატრის სცენაზეც - ლელა წლების მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში "ფიგაროს ქორწინება“, "კაცები", "კრეიცერის სონატა", "დანაშაული და სასჯელი", "სიყვარულის სუბლიმაცია", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი-მურატი" და სხვ.
ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ 2013 წელს იქორწინეს - მათი სიყვარული 13 წელს ითვლის. მათი ორი შვილი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც ცხოვრების ამ ეტაპზე ლონდონში ცხოვრობენ.
ლელა მებურიშვილმა ცოტა ხნის წინ გამომწერებს კარიერული სიახლეები გაუზიარა და თქვა, რომ მან სცენიდან კულისებში გადაინაცვლა და რეჟისორის პროფესიას დაეუფლა - მაგისტრის ხარისხი ლონდონში დაიცვა და სადებიუტო ფილმიც გადაიღო. სულ ცოტა ხნის წინ კი Youtube-ზე საკუთარი არხი შექმნა, სადაც საინტერესო ადამიანებისა და ადგილების შესახებ ვლოგებს აქვეყნებს.