თამო ვაშალომიძის პირველი კომენტარი: "როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი" - Marao

თამო ვაშალომიძის პირველი კომენტარი: "როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი"

2026-09-07 10:00:04+04:00

"წითელ ხალიჩაზე გასვლის დრო სტუმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული. პროცესს ორგანიზატორები აკონტროლებენ და თავად გეუბნებიან, როდის უნდა გახვიდე. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა: როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი.

წითელ ხალიჩაზე რამდენიმე გადასაღები ზონაა - ერთ მხარეს ფოტოგრაფები არიან, მეორე მხარეს ვიდეოგრაფები, შემდეგ კი ცენტრალურ ნაწილში გადადიხარ, სადაც ასევე გაქვს პოზირებისთვის გამოყოფილი დრო, ბოლოს გასასვლელის ზონაა.

  • თამო ვაშალომიძის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე და ფოტოგრაფების ქცევა, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა: ვენეციის კინოფესტივალი 2026

ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა, როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი და დაცვის თანამშრომლების მხრიდან არანაირი პრობლემა ან შენიშვნა არ ყოფილა.

რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო, თუმცა საბედნიეროდ ყველა ასეთი არ არის. ჯორჯინა ულამაზესი ქალია და მასაც, ისევე როგორც ყველა ქალს, ბევრ წარმატებას ვუსურვებ. თქვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი თბილი მესიჯი მომწერეთ და მხარში დამიდექით, დიდი მადლობა!" - დაწერა თამო ვაშალომიძემ მას შემდეგ, რაც მის გამოჩენას ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ვენეციის კინოფესტივალი 2026

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა ლიდოს სანაპირო კვლავ მსოფლიო კინოსა და მაღალი modის მთავარ ეპიცენტრად აქცია. წელს იტალიური წყლის ქალაქი განსაკუთრებული ელეგანტურობითა და ვარსკვლავური მასშტაბით ბრწყინავს — წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ჰოლივუდის A-ლისტის მსახიობები, მოდის ინდუსტრიის იკონები და კინოხელოვნების ცოცხალი ლეგენდები.

  • 5 საუკეთესო და 5 ყველაზე ცუდი ლუქი ვენეციის 2026 წლის კინოფესტივალზე

ჯორჯ და ამალ კლუნების შთამბეჭდავი გამოჩენიდან, სადაც მსახიობს კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ოქროს ლომი“ გადაეცა, სიდნი სუინისა და კენდალ ჯენერის თანამედროვე, თამამ გადაწყვეტილებებამდე - ვენეციის ხალიჩა კვლავ ამტკიცებს, რომ აქ მხოლოდ პრემიერები კი არ იმართება, არამედ იწერება წლის მთავარი მოდური ტენდენციები. წარმოგიდგენთ 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე გამორჩეულ, დახვეწილ და განხილვად ლუქებს, რომლებმაც ფოტოგრაფების ობიექტივები და მოდის კრიტიკოსების ყურადღება პირველივე წუთებიდან მიიპყრო.

venice

თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე

კიდევ ერთი დეტალი რამაც ჩვენი, ქართველების ინტერესი დაიმსახურა, ეს ქართველი მოდელის, ინფლუენსერისა და ბიზნესმენის, თამო ვაშალომიძის გამოჩენაა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე. 

"ეს ის მომენტია, როცა ვამაყობ ჩემი შვილით. სოფიას ჰქონდა სურვილი, რომელიც მზია ზაქარიაძემ შეუსრულა. მისი ბედნიერი თვალების ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამდენი თბილი სიტყვისთვის. მე და სოფია გულით გიხდით მადლობას ამ სიყვარულისთვის", - წერს სოციალურ ქსელში თამო ვაშალომიძე, რომელმაც ამ მნიშვნელოვან დღეს შვილის, სოფიას დიზაინით შეკერილი კაბა ეცვა. 

  • „ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი გული გააბოროტონ“ — თამო ვაშალომიძე ქალებს მიმართავს

თამო ვაშალომიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტიანო რონალდოს ცოლი, ჯორჯინა როდიგესიც ჩანს. როგორც აღმოჩნდა, ქართველი ინფლუენსერი წითელ ხალიჩაზე სწორედ მასთან ერთად მოხვდა. პაპარაცულ კადრებში ჩანს ფოტოგრაფების მიმართვა თამო ვაშალომიძისადმი, სადაც ისინი არასასიამოვნო ფორმით სთხოვენ, გაიწიოს, რათა ჯორჯინას გადაღება მოახერხონ. 

ფაქტი უკვე გახდა კრიტიკის საგანი - თამო ვაშალომიძის გულშემატკივრებმა თუ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ღონისძიებას თვალ ადევნებენ, ფოტოგრაფების ამგვარი ქცევა უარყოფითად შეაფასეს. 

tamo