ნინა ლორთქიფანიძე დაქორწინდა - მსახიობის ორიგინალური საქორწინო იმიჯი და კადრები წვეულებიდან - Marao

ნინა ლორთქიფანიძე დაქორწინდა - მსახიობის ორიგინალური საქორწინო იმიჯი და კადრები წვეულებიდან

2026-09-07 10:04:27+04:00

ქართველი მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ქადაგიძეა. წყვილმა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება თბილ, უშუალო და მეგობრულ გარემოში აღნიშნა, სადაც მხოლოდ უახლოესი ადამიანები შეკრიბა.

ღონისძიებიდან გავრცელებულმა კადრებმა სოციალურ ქსელში მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებული მოწონება პატარძლის გამორჩეულმა და არასტანდარტულმა სტილმა დაიმსახურა.

ნინამ უარი თქვა ტრადიციულ, გრანდიოზულ საქორწილო კაბაზე და არჩევანი ელეგანტურ, თანამედროვე თეთრ შარვლის ორეულზე შეაჩერა. სამოსს განსაკუთრებულ ელფერს მატებდა ულამაზესი მაქმანებიანი გრძელი მოსასხამი, რამაც იმიჯს ერთდროულად ჰაეროვნება და სადღესასწაულო აურა შესძინა.

წვეულება გამოირჩეოდა მინიმალისტური, თბილი დეკორაციებით, რამაც დღე განსაკუთრებული გახადა.

nina-lortkipanidze

nina-lortkipanidze

nina-lortkipanidze

nina-lortkipanidze

  • "ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა 

ნინა ლორთქიფანიძე

მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ტელემაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ელენეს როლით გაიცნო, ცოტა ხნის წინ კი სერიალში - "სიყვარულს მიღმა" თაკოს როლში გამოჩნდა. ცოტამ თუ იცის, რომ  მშვენიერი ნინა ასევე ცნობილი მსახიობის, თამარ სხირტლაძის შვილიშვილია, რომლისგანაც არაერთ რჩევას და კომპლიმენტს იღებდა ხოლმე. 

გასაკვირიც არ იქნება, რომ მსახიობობისადმი ინტერესი თავიდანვე იყო გამოკვეთილი – არ ყოფილა ერთი კონკრეტული დღე, როცა მსახიობობა გადაწყვიტა, ყოველთვის ეს უნდოდა. მთელი ბავშვობა ხელოვნებისკენ იყო მიდრეკილი. ნინას ბებია ცნობილი ქართველი მსახიობი, თამარ სხირტლაძე იყო. 

  • "ცუდ ხასიათზე მყოფიც კი ვცდილობ, გავიღიმო. ჩემს პრობლემებს სხვას არ ვახვევ თავს" - ყველასთვის საყვარელი "პეტო" "შუა ქალაქიდან" - ნოდარ გურგენაშვილი 

 "ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო. ეს ყველა პროფესიაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თეატრს, რამდენადაც ჯადოსნური სამყაროა, იმდენად უსიამოვნო მომენტებიც ახლავს, რომელიც კულისებში ხდება და ფეხის წამოდებაში გამოიხატება. სულ მაფრთხილებს, რომ ეს ძალიან რთული გზაა და ახლა რომ ნერვები სასულეებზე მეშლება ხოლმე, მეუბნება: წინ უარესები გელოდება და ძლიერი უნდა იყო, შენი პროფესია ძალიან უნდა გიყვარდესო."

6 წლიდან ცეკვის სტუდიაში დადიოდა, სადაც პატარა სპექტაკლებსაც დგამდნენ... შემდეგ, როცა პირველი კურსის სტუდენტი იყო, თუმანიშვილის თეატრში, გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ითამაშა. მერე, მესამე კურსზე, საკურსო სპექტაკლში, გოგი მარგველაშვილის "ზაფხულის ღამის სიზმარშიც" მონაწილეობდა. ეკრანს რაც შეეხება, პატარ-პატარა რეკლამებში და მოკლემეტრაჟიან ფილმებში იღებდა მონაწილეობას.