ია დუდაშვილი შვილებისთვის სკოლის შერჩევის სირთულეებსა და პრიორიტეტებზე - " ჩვენთან ახლოს მოვძებნეთ სკოლა და ახლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ჩემს მოლოდინს" - Marao

ია დუდაშვილი შვილებისთვის სკოლის შერჩევის სირთულეებსა და პრიორიტეტებზე - " ჩვენთან ახლოს მოვძებნეთ სკოლა და ახლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ჩემს მოლოდინს"

2026-09-08 10:14:59+04:00

სამი შვილის დედა, ია დუდაშვილი, გამომწერებს შვილებისთვის სკოლის შერჩევის გამოცდილებასა და იმ სირთულეებს უზიარებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან ეტაპზე წამოიჭრა. მისი თქმით, ბავშვის აღზრდის პროცესში ყველაზე რთული ეტაპი სწორედ ბაღისა და სკოლის სწორად შერჩევა აღმოჩნდა.

ia-dudashvili

  • "შენ ხარ ჩემი საყრდენი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი" - ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის 11-წლიანი თანაცხოვრება 

რას ამბობს ია დუდაშვილი სკოლის შერჩევაზე?

რომ მკითხოთ, რა არის ჩემთვის ბავშვების აღზრდის პერიოდში ყველაზე რთული ეტაპი, გეტყვით, რომ სკოლის შერჩევა, ბაღის შერჩევა... ნუ, ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე გამომივლია ამ ეტაპებიდან, გამოვყოფდი ამ ძირითად სირთულეს. არ ვიცი, მე ვარ ზედმეტად კრიტიკული თუ ზედმეტად ბევრი კრიტერიუმით ვაფასებ, მაგრამ... 4 წლის წინ, როდესაც ნიაკო პირველად შემყავდა სკოლაში, საერთოდ სხვა კრიტერიუმებით ვაფასებდი და ახლა, როცა უკვე დაწყებითი საფეხური დაასრულა, საერთოდ სხვანაირად ვუყურებ ბევრ რაღაცას და სხვა რაღაცებით ვაფასებ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე ორი შვილი უნდა ანდო სკოლას, ძალიან რთულია, გულწრფელად გეტყვით, არჩევანის გაკეთება.

დანიელი პირველად მიდის წელს სკოლაში. ნიაკო გადმოვიყვანე ევროპული სკოლიდან და ძალიან გამიჭირდა სკოლის შერჩევა. 4 წლის წინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, სად უნდა წამეყვანა ჩემი შვილი, მაშინაც ძალიან ბევრი ვეძებე. უფრო ალბათ გარემომ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ახლა როდესაც თავიდან მომიწია ამ ყველაფრის გავლა. ჩემთვის პრიორიტეტი იყო  რომ ბავშვი იყოს უსაფრთხოდ, არა მხოლოდ ფიზიკურად ემოციურადაც კი. როდესაც ბავშვი ბედნიერია მას უკეთესად შეუძლია აკადემიური უნარ-ჩვევების გამოვლენა.

მეორე, რასაც ვუყურებდი და ყურადღებას ვაქცევდი, ლოკაციაა. ძალიან შორს რომ იყოს ნიაკოს სკოლა, დღეში მინიმუმ 2 საათს გზაში გაატარებს ბავშვი და ეს გადამწყვეტია, იმიტომ რომ თბილისში უკვე შეუძლებელია გადაადგილება. ჩვენთან ახლოს მოვძებნეთ სკოლა და ახლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ჩემს მოლოდინს.

განვიხილავდი საჯარო სკოლებსაც. მსმენია, რომ არაერთი კარგი სკოლაა და უფრო კონკრეტულ მასწავლებელს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ქაოსური ცვლების გამო (ხან პირველი ცვლა უნდა იყოს, ხან - მეორე) ფიზიკურად ვერ შევძლებდი ამ განრიგზე მორგებას. აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლა გამოირიცხა.

  • "თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება - ნიაკო ნოზაძე 10 წლის" - ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე უფროსი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ 

ძალიან ხშირად მეკითხებით ხოლმე, კმაყოფილი ვარ თუ არა იმ სკოლით, რომელშიც ბავშვი დადის.

ჩემი პასუხი კი ასეთია:

- როდესაც ჩემი შვილი სკოლას დაასრულებს, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მაშინ მექნება. ამ ეტაპზე, რეალურად, რასაც გავდივართ, ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა რთულია.

როდესაც უკვე მაღალ კლასებში შედეგებს დავინახავ და ამ მნიშვნელოვან ეტაპებს გავივლით, მხოლოდ შემდეგ მივხვდები, რამდენად კარგი სკოლაა.

10 წლის წინ, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, თუ სად წამეყვანა ჩემი შვილი, მაშინაც ბევრი ვეძებე. მაშინ გადამწყვეტი ფაქტორი აკადემიური გარემო იყო და არჩევანიც ამის მიხედვით გავაკეთე.

ახლა კი, როდესაც თავიდან მომიწია ამ ყველაფრის გავლა, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი გახდა ის, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყოს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური უსაფრთხოებაც.

როდესაც ბავშვი ბედნიერი და კმაყოფილია, რა თქმა უნდა, მას უკეთესად შეუძლია აკადემიური უნარ-ჩვევების გამოვლენა. ამის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვისაუბროთ.