რუსკა ქარქაშაძე პირადი ცხოვრებისა და დედობის შესახებ: „მადლობა ღმერთს, არაჩვეულებრივი მამაა“ - Marao

რუსკა ქარქაშაძე პირადი ცხოვრებისა და დედობის შესახებ: „მადლობა ღმერთს, არაჩვეულებრივი მამაა“

2026-09-08 11:11:45+04:00

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ანა ტყებუჩავას გადაცემას, „მეხუთე ელემენტს“ ეწვევა. გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ მსახიობი მაყურებელს საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და დედობის ახალ გამოცდილებაზე გულახდილად ესაუბრება.

"დიდი გავლენა აქვს მეორე ნახევარს ადამიანის ცხოვრებაზე - ქალისთვისაც და კაცისთვისაც...მივეცი დრო, რომ ვიცი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო...სულ სახლში ვიყავი, არსად გასვლა არ მინდოდა...ტრავმებიც უფრო მეტი იყო, მაგრამ აი, იქვე ვაჩერებ ხოლმე ჩემს თავს, რომ ბავშვი გყავს და ეს არის ახლა შენთვის ნომერი პირველი საზრუნავი და აი, ეს ძალიან დამეხმარა...მადლობა ღმერთს, არაჩვეულებრივი მამაა..." - ამბობს რუსკა.

ruska-karkashadze

  • „მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის“ – რუსკა ქარქაშაძე პატარა თინათინის ნათლობის კადრებს აქვეყნებს 

რუსკა ქარქაშაძის ოჯახი და კარიერა

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი". 

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.

დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში. 

2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.

  • "მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით - მეორე" - რუსკა ქარქაშაძე დედის ამპლუაში 

"მახ­სოვს "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის“ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო და მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და 24 სა­ა­თი გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, მე გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, ასე­თი მო­მენ­ტი ბევ­რი იყო, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ და მე გა­და­ღე­ბე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კი­ნა­ღამ სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე ვერ მი­ვე­დი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ცოტა ხნით მის­ვლა. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სი­დან მივ­ხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემ­დეგ სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ვალ ერთ დღეს და პო­ლი­ტი­კო­სი გავ­ხდე­ბი."

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა.  წყვის ორი შვილი, ზუკა და თინათინი ჰყავთ.

ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი.