მსოფლიო მოდის ინდუსტრიის დაპყრობა გრძელდება: მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს - Marao

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის დაპყრობა გრძელდება: მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს

2026-09-10 12:23:46+04:00

ქართველი სუპერმოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის დაპყრობას განაგრძობს. ამჯერად მან ფრანგული luxury ბრენდის, Isabel Marant-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რისი ფოტოებიც სააგენტომ, Look Models Management-მა გაავრცელა. აღნიშნული სააგენტო წლებია ქართველი მოდელების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანასა და მათ წარმატებულ კარიერას უზრუნველყოფს.

Isabel Marant-ის ახალ კამპანიაზე ინდუსტრიის ნამდვილმა გიგანტებმა იმუშავეს: პროექტის კრეატიული დირექტორი Kim Bekker გახლავთ, ფოტოები Drew Vickers-ს ეკუთვნის, ხოლო ვიდეოზე Shayne Laverdiere-მა იზრუნა. გადაღების სტილინგი Vogue Paris-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს, ლეგენდარულ Emmanuelle Alt-ს ენდო, თმასა და მაკიაჟზე კი Damien Boissinot და Christelle Cocquet ზრუნავდნენ. ქასთინგზე DM Casting-ის გუნდმა, Piergiorgio Del Moro-მ და Giulia Massullo-მ იმუშავეს.

მატილდა გვარლიანი, რომელსაც უკვე იცნობენ Chanel-ის, Gucci-ს, Dior-ის, Victoria's Secret-ისა და სხვა გლობალური ბრენდების ჩვენებებიდან, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თანამედროვე მოდის სამყაროში თავის კუთვნილ, საპატიო ადგილს იკავებს.

 

  • ეგზოტიკური არდადეგები და აზიური ზაფხული - "ბედნიერი ვარ" 

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.  

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

  • ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

  matilda-gvarliani

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა:  Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.