ეგზოტიკური არდადეგები და აზიური ზაფხული - "ბედნიერი ვარ" - Marao

ეგზოტიკური არდადეგები და აზიური ზაფხული - "ბედნიერი ვარ"

2026-08-06 10:07:52+04:00

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მან უკვე შეძლო მსოფლიო აღიარების მოპოვება და ისეთ გრანდიოზულ ღონისძიებებზე გამოსვლა, როგორიცაა ლეგენდარული Victoria’s Secret-ის შოუ.

მატილდას თითოეული ნაბიჯი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და მაღალი მოდის კვირეულების შემდეგ, მოდელმა დასასვენებლად საკმაოდ განსხვავებული და ეგზოტიკური მიმართულება - ყირგიზეთი შეარჩია.

  • ექსკლუზიური აღიარება: „ჩვენი სპორტული გადაღების ვარსკვლავი მეგა-მოდელი მატილდა გვარლიანია“ - ბრიტანული HTSI-ის მთავარი რედაქტორი ქართველ მოდელზე წერს

ზღვის სანაპიროებისა და ფუფუნებით სავსე კურორტების ნაცვლად, მატილდამ არჩევანი მთის სიმშვიდეზე შეაჩერა.

მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს გამომწერებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ჯირითობს ყირგიზეთის ულამაზეს მთებში.

"ბედნიერება" - წერს მატილდა

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

matilda-gvarliani

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.  

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.

  • მნიშვნელოვანი სიახლე მატილდა გვარლიანის კარიერაში! - „ბედნიერი ვარ, გაგიზიაროთ"

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

matilda-gvarliani

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

  • „მე ჩემი ოცნებით ვცხოვრობ“ - როგორ იქცა 12 წლის გოგონას ამბიცია მოდის ისტორიად: მატილდა გვარლიანი 22 წლისაა

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა:  Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.