ქართველი გულშემატკივრისთვის ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი წარმატება და აღიარება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გადაცემა კიდევ ერთი ისტორიული მომენტი იყო მის კარიერაში, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ მწვანე მინდორზე მიღწეული აღიარება, არამედ მისი ვაჟი მოექცა.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ხვიჩას ვაჟი, პატარა დამიანე, მამის მიერ მოპოვებული ჯილდოთი.
სოციალურ ქსელში ხვიჩას დედამ შემდეგი პოსტი გააზიარა.
"დამიანესია! ახლა მამა ახარებს, მერე მამას გაახარებს!" - წერს მაკა ლუკავა

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.