სალომე ბაკურაძე მეუღლეზე, ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებასა და შვილზე: "ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ რას მეტყოდა ლაშა..." - Marao

სალომე ბაკურაძე მეუღლეზე, ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებასა და შვილზე: "ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ რას მეტყოდა ლაშა..."

2026-09-11 11:29:52+04:00

მომღერალმა და ტელეწამყვანმა სალომე ბაკურაძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში მეუღლის, ლაშა ბასლანძის და შვილთან, სანტისთან ურთიერთობაზე ემოციურად ისაუბრა.

"ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ რას მეტყოდა ლაშა და მეტყოდა, რომ: „ფაფი, რა გინდა, ხო იქა ხარ, სადაც გინდოდა“. ზუსტად ვიცი, რომ ეს განწყობა ექნებოდა. ძირითადად ყოველთვის კმაყოფილი იყო ჩემი ყველა გადაწყვეტილებითაც და ჩემი ყველა ქმედებითაც და ვიცი, რომ ახლაც ასე იქნება.

უკვე დავიწყე ფიქრი, იმიტომ, რომ ეს ისაა, რაზეც სულ ლაშიკო იყო ჩემი მოტორი, რომ აბა, მალე რაღაც ახალი გააკეთე, აბა ეს ქენი... და ზუსტად ვიცი, რომ ეს საჭიროცაა. ეს ალბათ დროულიცაა, თორემ ამის დრო შეიძლება შინაგანად ძალიან დიდი ხანი არ დადგეს, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა გვიჭირდეს, მაინც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგში წავიდეს ცხოვრება ისე, როგორც უნდა წავიდეს. ამიტომ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყე. აუცილებლად მექნება ახალი სიმღერაც, სიმღერებიც და ვიდეოც.

სანტი ზოგადად ძალიან მეგობრული ბავშვია და ისე გავზარდეთ მე და ლაშიკომ და ისევ ვზრდი, რომ აი, ეს ხაზი არ დაიკარგოს მთელი ცხოვრება, რომ ვიყოთ ძალიან-ძალიან კარგი მეგობრები, ჩემი გულშემატკივარია. ყოველთვის ვეკითხები: „როგორ გამოვიყურები, აბა, ეს შევცვალო თუ ის შევცვალო?“, რომ ჰქონდეს მასაც რაღაც თავისი შეხედულება, რომელსაც დედა ითვალისწინებს. ამიტომ, რაც არ უნდა მეგონოს, რომ კარგად გამოვიყურები, სანტის სულ ვეკითხები და სულ ვითვალისწინებ მის აზრს. სხვათა შორის, პირველი გადაცემის შემდეგაც დავურეკე და ვკითხე: „მიყურე თუ არა-მეთქი და კი, კარგი იყოო, მიპასუხა. ბევრს არ ველაპარაკები ამ რაღაცებზე, მაგრამ ნიუანსებში ზუსტად ვიჭერ, თუ რას ფიქრობს," - ამბობს სალომე.

salome-bakuradze

  • „ვჩქარობდი, სანტი სახლიდან გამეშვა, რომ მერე დამმართოდა ყველაფერი“ - სალომე ბაკურაძის პირველი ინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 

ლაშა ბასლანძე და სალომე ბაკურაძე  

ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“.

salome-bakuradze

  • "ჩემო პატარა ბასლა, სიკეთით და სიხარულით გეცხოვროს, პირადი ანგელოზებით" - სალომე ბაკურაძე ერთადერთი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს 

გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…

შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ".