"რაზე მაკრიტიკებდნენ - საყურის სიგრძეზე... ეს ჩემი საყვარელი თემა იყო" - თინა ხიდაშელი ყოფილი კაცი მინისტრების კრიტიკას იხსენებს - Marao

"რაზე მაკრიტიკებდნენ - საყურის სიგრძეზე... ეს ჩემი საყვარელი თემა იყო" - თინა ხიდაშელი ყოფილი კაცი მინისტრების კრიტიკას იხსენებს

2026-09-11 14:10:57+04:00

„როცა მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო...“ - რა აღიზიანებდათ კაც ყოფილ თავდაცვის მინისტრებს თინა ხიდაშელის იმიჯში?

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ეკა ჩხეიძის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც უწყებას ხელმძღვანელობდა.

  • "მამა მეუბნებოდა - შვილო, გული არ ბერდება, გული ჩერდებაო" - ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ოჯახზე, წლების მატებასა და განვლილ გზაზე

მისი თქმით, ოპონენტებისა და განსაკუთრებით, ყოფილი კაცი თავდაცვის მინისტრების მხრიდან კრიტიკის საგანი ხშირად არა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, არამედ ვიზუალური იმიჯი - კერძოდ კი, საყურეების სიგრძე და ვარცხნილობა ხდებოდა.

tina-khidasheli

  • „ვგიჟდებოდი, საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ“

თინა ხიდაშელი იუმორით იხსენებს, თუ როგორ უძღვნიდნენ სოციალურ ქსელში პოსტებს მისი სამკაულებისა და ჩაცმულობის გამო:

„რაზე მაკრიტიკებდნენ - საყურის სიგრძეზე. ეს ჩემი საყვარელი თემა იყო, ვგიჟდებოდი, საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ. ჩემი ბიჟუტერია აღიზიანებდათ კაც ყოფილ თავდაცვის მინისტრებს. ოღონდ სერიოზულად, პოსტებს მიძღვნიდნენ ფეისბუქზე ამის გამო: „რა აცვია?“, „რა უკეთია?“, „თმები როგორ აქვს დავარცხნილი?“... რა შენი საქმეა?

ეს კარგია, იმიტომ რომ ნიშნავს, რომ სწორად იქცევი, თუ სხვა ვერაფერზე ვერ გაკრიტიკებენ. ასეთი ტიპის ბრძოლის წინააღმდეგ არ ვიცი, რა უნდა გააკეთო. ახლა საყურე შევიცვალო? არა, პირიქით".

tina-khidasheli

  • მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი პრინციპი 

ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ სამკაულების სტილი შეცვალა, თუმცა მინისტრობისას თავისებურ „ტაქტიკას“ მიმართავდა, რაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის მეთოდს ჰგავს:

  • "როცა დავქორწინდით ირაკლი 17 წლის იყო, მე კი 19-ის... ქორწილიც არ გვქონია" - ნათია ფანჯიკიძის აქამდე უცნობი ფოტოისტორიები და ამბები მეუღლეზე

„სხვათა შორის, რომ გადავდექი, იმის მერე დავამოკლე სამკაულები, მაგრამ სანამ მინისტრი ვიყავი, სულ გრძელი საყურით დავდიოდი. მარგარეტ ტეტჩერს ჰქონდა ეს ძალიან ცნობილი პრინციპი - როცა ყველაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ისეთი ტანსაცმლით ვცხადდებოდი, რომ ყურადღება გადამეტანა და მერე ხალხი ამაზე იწყებდა ლაპარაკს და მთავარი ამბავი გვერდზე რჩებოდაო.

ჰოდა, შეიძლება ჩათვალონ - თუ უნდათ ჩათვალონ - რომ ამიტომ მეკეთა ეს უკიდურესად მათთვის მიუღებელი ბიჟუტერია.“