ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის ოჯახი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ სიყვარულსა და სითბოს იმსახურებს. წყვილმა 2019 წელს იქორწინა და დღეს უკვე ოთხი შვილის მშობლები არიან.
მრავალშვილიანი დედობა უდიდეს პასუხისმგებლობასა და ენერგიას მოითხოვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნინო გველესიანი იუმორითა და გულწრფელობით უზიარებს გამომწერებს ამ ყოველდღიურობას.
"ნამდვილად სუპერგმირი ვარ. 4 შვილის გაზრდა სრულიად მარტო მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ ეს ტრენდი ზუსტად ჩემზეა.
მე -სუპერ დედა, ჩემი 4 შვილი - ჩემი სუპერგმირების გუნდი.
მეოთხე პატარა ამ კადრში ვერ მოხვდა - ეძინა. მაგრამ იცოდეთ, ამ სამის ჯამური წონა 76 კილოა… მეოთხესაც რომ დავამატებთ, 89 კილოა. სუპერგმირი გამომდის ასაწევი," - წერს ნინო გველესიანი.

ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის ოჯახი
ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ.
ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ.
ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ.