"ძალიან მოვეწონე და მას შემდეგ კასტინგებზე, მოსინჯვებზე სულ ახლოს მოდიოდა" - თაკო ნაცვლიშვილის შეხვედრა მოდის გიგანტთან - Marao

"ძალიან მოვეწონე და მას შემდეგ კასტინგებზე, მოსინჯვებზე სულ ახლოს მოდიოდა" - თაკო ნაცვლიშვილის შეხვედრა მოდის გიგანტთან

2026-09-14 10:59:49+04:00

ქართველმა მოდელმა, თაკო ნაცვლიშვილმა ჟურნალისტ დავით ფრანგიშვილის გადაცემაში „ნიჭი თუ შრომა“ მსოფლიო მოდის ინდუსტრიის გიგანტთან, ჯორჯო არმანისთან მუშაობის პერიოდი და მასთან პირადი შეხვედრის შთაბეჭდილებები გაიხსენა.

გადაცემაში საუბრისას მოდელმა აღნიშნა, რომ ლეგენდარულ დიზაინერთან პირველი შეხვედრა კასტინგზე შედგა, რასაც მათ შორის წარმატებული თანამშრომლობა მოჰყვა.

"თვითონ არმანიც პირადად გავიცანი. პირველად კასტინგზე გავიცანი, ძალიან მოვეწონე და მას შემდეგ სულ კასტინგებზე, მოსინჯვებზე  ახლოს მოდიოდა, ბევრჯერ ხელიც კი მოუკიდია სახეზე", - იხსენებს თაკო ნაცვლიშვილი.

tako-natsvlishvili

  • თაკო ნაცვლიშვილი ჯეიმს ჰარვი-კელის ობიექტივში: ქართველი მოდელის ახალი ფოტოები 

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილ დაიბადა 1998 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში. თაკოს დედა ნინო ცქიტიშვილი "მის საქართველო 1997"-ის ტიტულის მფლობელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. მისი მამა კი წარმატებული კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილია. 

თაკოს კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, გადამწყვეტი მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ხელშეკრულება გააფორმა რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან, რამაც საშუალება მისცა განევითარებინა თავისი შესაძლებლობები საქართველოს საზღვრებს გარეთ. საერთაშორისო კამპანიებმა იგი გააცნო გლობალურ სცენას, სადაც მუშაობდა ცნობილ დიზაინერებთან და ბრენდებთან. წლების განმავლობაში ის იქცა მოდის სახლებისა და დიზაინერებისთვის მოთხოვნად მოდელად.

თაკოს კარიერა ნელ-ნელა ვითარდებოდა, მალე დაიწყო გამოსვლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მოდის კვირეულებზე, მათ შორის ნიუ-იორკში, მილანში, პარიზსა და ლონდონში. ამან საერთაშორისო სცენაზე გააძლიერა მისი, როგორც მოდელის სტატუსი და თაკო მალე გახდა ფავორიტი ცნობილ დიზაინერებსა და ფოტოგრაფებს შორის.

tako-natsvlishvili

  • ნაცვლიშვილების დიდი და ბედნიერი ოჯახი: 28-წლიანი სიყვარული, ოთხი შვილი და კადრები წარსულიდან 

კარიერის დასაწყისში  მისით  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩი", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.

Victoria’s Secret ის შოუ მოდის სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. შოუზე რამდენიმე მიწვეული მოდელია, მონაწილეების ნაწილს კი კონკურსით არჩევენ, კასტინგი ნიუ-იორკში იმართება. პირველი მცდელობა თაკო ნაცვლიშვილის 2017 წელს ჰქონდა, როცა ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, თუმცა, საბოლოოდ, შოუსთვის არ შეარჩიეს. მის ნაც­ვლად Victoria's Secret-ის 2017 წლის გრან­დი­ო­ზულ შო­უ­ში Dilone-მა მიიღო მონაწილეობა. 

თაკო ნაცვლიშვილმა 2023 წლის 27 მაისს რჩეულზე, ოთო ხუროძეზე იქორწინა. თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა. მშვენიერი პატარძლისა და ულამაზესი ქორწილის შესახებ კი დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.