"ამ ბოლო პერიოდში უფრო დავემსგავსე, ვიდრე ადრე" - ბუკა თოლორდავას ინტერვიუ მშობლებსა და ურთიერთობებზე - Marao

"ამ ბოლო პერიოდში უფრო დავემსგავსე, ვიდრე ადრე" - ბუკა თოლორდავას ინტერვიუ მშობლებსა და ურთიერთობებზე

2026-09-14 15:06:00+04:00

მსახიობი ბუკა თოლორდავა გადაცემა „Speak Easy“-ს სტუმრობდა, სადაც საკუთარ მშობლებზე — მსახიობებზე, მარიმ ჯოლოგუასა და კოტე თოლორდავაზე ემოციურად ისაუბრა.

tolordava

  • „სცენაზე ბუკა მამას ჰგავს... თან ძალიან ინდივიდუალურია" - მარიამ ჯოლოგუა უფროსი ვაჟის, ბუკა თოლორდავას შესახებ 

ბუკა თოლორდავას ინტერვიუ

  • დედა - მარიამ ჯოლოგუა

- ჩემთვის დედა ძალიან დიდი ავტორიტეტია. გარდა იმისა, რომ დედაჩემია, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 20 წელია, ამიტომ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ დედა-შვილი ვართ, ძალიან კარგი მეგობრებიც ვართ. ის ჩემი პირველი პედაგოგიც იყო, დედაჩემმა მასწავლა სცენაზე აზროვნება. მსახიობის, რომელიც მხოლოდ თამაშობს, როგორც მაყურებელს, წესისამებრ, არ მჯერა; მსახიობი, რომელიც აზროვნებს, სადღაც შენც შეგეხება.

  • მამა - კოტე თოლორდავა

- იმაზე, თუ კოტე რას მეტყოდა, მიფიქრია. ალბათ იამაყებდა, იმიტომ რომ მისი ოცნება რუსთაველის თეატრში ყოფნა იყო. განცდა მაქვს, რომ მისი ოცნება ავასრულე.

  • "მინდოდა, რომ ვეღარ ვეცნე ხალხს, ვფიქრობდი, რომ მე ეს იმიჯი უნდა დამენგრია" - მარიამ ჯოლოგუა პოპულარობისა და "ანანოს" შესახებ 

ერთი, რაც ნამდვილად ჰქონდა - ამხელა პოზიტივის მატარებელი ადამიანი მე არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ურთიერთობა არ გვქონია, საკმაოდ ხშირად გვიწევდა ჩხუბი და კამათი, ბევრ რამეში ვერ ვუგებდით ერთმანეთს, მისგან რაიმე ფორმის ნეგატივი არასდროს მიგრძვნია. პირიქით, ყოველთვის მავსებდა თავისი პოზიტივით. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მისთვის პოზიტიური არ ყოფილა და მე მახსოვს მსგავსი რაღაცები, თვითონ მაინც ყველაფერში იმედს ხედავდა. ვისურვებდი, რომ მეც ასე ვიყო.

ამ ბოლო პერიოდში უფრო დავემსგავსე, ვიდრე ადრე. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ძალიან დავემსგავსე. ცოტა ხნის წინ რაღაც მოხდა და დედაჩემმა მითხრა, კოტეც ზუსტად ასე მოიქცეოდაო.

ძალიან ხშირად მახსენდება. ის იყო მსახიობი, რომელსაც ნებისმიერ როლში რადიკალური, 180-გრადუსიანი გარდასახვა შეეძლო. აქედან გამომდინარე, მისი წარმატება მხოლოდ „დიტოს“ როლით გულს მწყვეტს, რადგან იგი გაცილებით მეტი იყო. ისეთი ინტელიგენტი იყო, რაც საერთოდ არ ეტყობოდა - ძალიან განათლებული, ნაკითხი და ულიმიტოდ კეთილი ადამიანი