"გილოცავ, ჩემო სიყვარულო..." - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები, პირადი ცხოვრება და საქველმოქმედო საქმიანობა - Marao

"გილოცავ, ჩემო სიყვარულო..." - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები, პირადი ცხოვრება და საქველმოქმედო საქმიანობა

2026-09-15 10:41:12+04:00

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო, იყავი ყველაზე ბედნიერი!" - წერს სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძე და ფოტოებს აქვეყნებს. 

nini-karseladze

nini-karseladze

ნინი ქარსელაძე - ოჯახი და კარიერა

ნინი ქარსელაძე ცნობილი ოჯახის შვილია - მისი მშობლები ხათუნა ჟორდანია და თეკუჩა ქარსელაძე არიან. ის პოპულარული ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა სამი წლის ასაკში ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს ჩაწერა სიმღერა „ჩემი ქალაქი“.

  • ნინი ქარსელაძე განქორწინების შესახებ: "არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას და ვინც იმსახურებს, არასოდეს მოგექცევათ ცუდად!" 

ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა და განქორწინების მიზეზებზეც არაერთხელ დაწერა.

  • ანასტასია ხაჩიძის დიდი წარმატება: ზურა ხაჩიძის ქალიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ბიზნეს სკოლის სტუდენტია 

მას შემდეგ ნინი ქარსელაძე პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობს, არც იმაზე გაუკეთებია კომენტარი, შეყვარებულია თუ არა. ახლა ნინი დაკავებულია Don’t give up fund -ში, რომელიც  ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომ მკურნალობას უზრუნველყოფს.