ანი კეკუა ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა მუსიკალური პროექტების მეშვეობით მოიპოვა. მისი კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა. მას შემდეგ ანი მაყურებელმა არაერთ პოპულარულ შოუსა თუ კონკურსში იხილა, დღეს კი მან სრულიად განსხვავებული ამპლუა მოირგო - საყვარელ მაყურებელს ტელეეკრანიდან ესალმება.

შესამჩნევია, რომ ანი კეკუამ ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონა - სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მან "რადიო ფორტუნასთან" ინტერვიუში:
ანი კეკუა წონის კლებისა და თავის მოვლის შესახებ
- ანი, გასაოცარ ფორმაში ხარ, გაგვიმხილე, როგორ ინარჩუნებ მსგავს ფორმას?
- ყოველთვის ნორმალურ ფორმაში ვიყავი, მაგრამ 2 წლის განმავლობაში, კონკრეტულად კი, მშობიარობის შემდეგ, მოცემულობა შეიცვალა. როგორ დავუბრუნდი ჩემს ძველ ფორმას, – დატვირთული რეჟიმით, ნაკლები კვებით, ვარჯიშით, ცურვით… უბრალოდ, დავაკვირდი ჩემს თავს, რა უხდება ჩემს ორგანიზმს და რა – არა, ვიცავ მარტივ წესებს: გვიან არ ჭამას; გაზიანი სასმლის ნაკლებად დაყოლებას საკვებზე, ხილის ცალკე კვებად მირთმევას. ხანდახან, ჩემს შემთხვევაში, 18-საათიანიც ამართლებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად არის ის ყველასთვის უნივერსალური. ამასთან დაკავშირებით რჩევის უფლება არ მაქვს.

- რა არის ქალის სილამაზის მთავარი სამი კომპონენტი, შენი აზრით?
- დღეს ხშირად მსმენია, რომ ლამაზ ქალს მხოლოდ მოვლილს უწოდებენ. ჩემთვის სილამაზე სხვა რამეებშია. მაგალითად, მაინც შინაგან სამყაროში, რომელიც მოიაზრებს: სულიერებას; როგორიცაა ქალი შინაგანად, ის განწყობა მოდის გარეგნობაშიც. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ნატურალურობის შემთხვევას, როცა ყველა მიმიკა ადგილზეა და არ შეშდება. ბედნიერება პირად ურთიერთობაში, თავმდაბლობა ასევე ალამაზებს ქალს… ინტელექტი, მეტყველება, გულწრფელობა, ნიჭიერება, ეშხი, სისადავე, ღიმილი, სილაღე. უბრალოდ, „ნამდვილად” ყოფნა, იმად ყოფნა, რასაც წარმოადგენ -ესეც ალამაზებს. სამს ნამდვილად ვერ გამოვყოფ.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ "რადიო ფორტუნას" გვერდზე