გრანდიოზული ქორწილი ქუთაისში: ქართველი ინფლუენსერის დღესასწაული, რომელზეც საუბარი არ წყდება - Marao

გრანდიოზული ქორწილი ქუთაისში: ქართველი ინფლუენსერის დღესასწაული, რომელზეც საუბარი არ წყდება

2026-09-18 13:54:44+04:00

საქართველოში ქორწილების სეზონი გრძელდება - ზაფხულის შემდეგ, შემოდგომა კვლავ ყველაზე აქტუალური პერიოდია ცხოვრების ამ ლამაზი დღის აღსანიშნავად. ბუნების ოქროსფერი ფერები, რთველის ელფერი და სასიამოვნო გრილი ამინდები საქორწინო ზეიმისთვის იდეალურ ატმოსფეროს ქმნის.

გასული თვეების განმავლობაში უკვე ვიხილეთ არაერთი გამორჩეული და გრანდიოზული ქორწილი - მათ შორის, დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის, შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის, სალომე თარგამაძისა და გიგა პაპუნაიშვილის, ისევე როგორც სხვა ცნობილი წყვილების დღესასწაულები. ზოგმა ჯვრისწერა და წვეულება საზღვარგარეთ დაგეგმა, ზოგმა კი - საქართველოს ულამაზეს კუთხეებში.

  • 5 მოცეკვავე წყვილი, რომლებმაც სცენაზე დაწყებული ისტორიები სიყვარულად აქციეს

ამჯერად წლის კიდევ ერთ ხმაურიან და შთამბეჭდავ ქორწილზე გიამბობთ - ცნობილმა ინფლუენსერმა ნინიკო ჭავჭანიძემ და მისმა რჩეულმა, ჯეკო კოპალიანმა, ეს დაუვიწყარი თარიღი ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს.

niniko-chavchanidze

ნინიკო ჭავჭანიძის ქორწილი

ნინიკო ჭავჭანიძე სოციალური ქსელის საშუალებით აუდიტორიამ ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაიცნო, როცა მეგობართან ერთად იუმორისტული ხასიათის ვიდეოებს აქვეყნებდა. მოგვიანებით, მისი კონტენტი შეიცვალა და ახლა უფრო მეტად ყოველდღიური ვლოგებისა თუ კომერციული ვიდეოების ჩაწერითაა დაკავებული. 

  • პატარძალი, რომლის კაბამაც მსოფლიო აალაპარაკა: ვინ არის მსახიობი, რომელმაც ქორწილში Givenchy-ს ისტორიული კაბა მოირგო

ნინიკო ჭავჭანიძეს რჩეულმა, ჯეკო კოპალიანმა ხელი 2026 წლის თებერვალში სთხოვა. წყვილმა მალევე დაიწყო საქორწინო სამზადისი, დეტალებს კი მომავალი პატარძალი გამომწერებსაც აქტიურად უზიარებდა. 

  • 3-დღიანი ზეიმი და კაბა, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის: ქორწილი, რომელიც VOGUE-ს ფურცლებზე მოხვდა

niniko-chavchanidze

niniko-chavchanidze

ქორწილი ქუთაისში გაიმართა. დღესასწაულის ვიზუალურ მხარეზე, ელეგანტურ ატმოსფეროსა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნაზე პროფესიონალთა გუნდმა იმუშავა. ხელის მოწერის ცერემონიალის ჯადოსნურ გაფორმებაზე, დეკორაციასა და ულამაზეს ყვავილების კომპოზიციებზე Flowers Lovers-მა იზრუნა, რამაც გარემოს განსაკუთრებული რომანტიკა შემატა. ამ მნიშვნელოვანი დღის თითოეული ემოცია, ექსპრესიული კადრი და ბედნიერი წუთები ფოტოგრაფმა აჩი მურუსიძემ აღბეჭდა, ხოლო ქორწილის დინამიკური და კინემატოგრაფიული ვიდეოკადრები Pixel Group-ის დამსახურებაა.

niniko-chavchanidze

niniko-chavchanidze