ნათლობის გრანდიოზული წვეულება, უცხოელი მომღერლები და ცნობილი სტუმრები: როგორი იყო მაკა კვიციანის მეოთხე შვილის ნათლობა - Marao

ნათლობის გრანდიოზული წვეულება, უცხოელი მომღერლები და ცნობილი სტუმრები: როგორი იყო მაკა კვიციანის მეოთხე შვილის ნათლობა

2026-09-18 17:47:14+04:00

კვიციანების ოჯახს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს - მაკა და ბაია კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი კანდიდ კვიციანია. ხოლო დედა - დიზაინერი ნანა შუკვანი. პარლამენტის წევრია თავად ბაია კვიციანიც, ხოლო მაკა კვიციანი დიზაინერი და  Dalood-ის კრეატიული დირექტორია. 

kvitsiani

  • პირველი ფოტოები პატარა ილიკოსთან ერთად: მაკა კვიციანი, როგორც ოთხი შვილის დედა და წარმატებული დიზაინერი

მაკა კვიციანის მეუღლე ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - მაკა და შოთა უკვე 22 წელია, დაქორწინებულები არიან, მეოთხე შვილი, ილია, მათ გასულ ზაფხულს შეეძინათ. სწორედ ილია ნათლობის კადრებს გვიზიარებენ მაკა კვიციანი და მისი მეგობრები. 

  • TOP 10 კაბა მაკა კვიციანის გარდერობში და გამორჩეული ვარცხნილობა

მაკა კვიციანის შვილის ნათლობა 

ილია ბერეკაშვილის ნათლობა ტრადიციულად, საეკლესიო ცერემონიით დაიწყო, მოგვიანებით კი ულამაზეს გარემოში გრანდიოზული წვეულებით გაგრძელდა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მუსიკოსები, სტუმრად კი არაერთი ცნობილი სახე იყო მიწვეული, მათ შორის, ნატალია ქუთათელაძე, ლიზა ბაგრატიონი, სალომე ღვინიაშვილი, ანი პირველი და სხვ.