„ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა ოთხი შვილის დედობაა“ - თამარ ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ დედობასა და ოჯახურ ფასეულობებზე - Marao

„ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა ოთხი შვილის დედობაა“ - თამარ ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ დედობასა და ოჯახურ ფასეულობებზე

2026-09-21 14:20:06+04:00

თამარ ბაგრატიონი საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, რომლის ოჯახიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თუმცა, მისთვის მთავარი ტიტული და ცხოვრებისეული მისია დედობა აღმოჩნდა. გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში, რომელსაც მარიამ გაბედავა უძღვება, თამარმა საკუთარ ოჯახზე, ოთხი შვილის აღზრდასა და იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რაც მრავალშვილიანობას ახლავს თან.

kavelashvili

„სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაალახვინებს“

თამარ ბაგრატიონი დედობის მთავარ არსზე, შვილებისთვის სიყვარულის სწავლებასა და იმ სულიერ ღირებულებებზე საუბრობს, რაც ოჯახს ამყარებს.

  • ვინ არის და რას საქმიანობს ლიზა ყაველაშვილი: მიხეილ ყაველაშვილის უმცროსი ქალიშვილის ფოტოები

„მრავალშვილიანი დედობა, მიმაჩნია, რომ საამაყოა. ყველა ქალს მინდა ვუსურვო, რომ ეს ბედნიერება ჰქონდეს. ის სტატუსი, რომ დედა ვარ, უკვე ყველა სიმძიმის მწეველია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი უყვარდეთ, მაშინ სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც. დედამ პირველ რიგში, თავის შვილებს, ერთმანეთის სიყვარული უნდა ასწავლოს. სიყვარული არ არის მარტო თბილი გრძნობა, სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაალახვინებს. ეს ფრაზა მომეწონა და მინდა, რომ ეს ჩემი დევიზი იყოს. თუ შევძლებთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ეს არის ის, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ“.

kavelashvili

„ჩემი ოცნება იყო, ჩემს შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყოლოდათ“

ბავშვობის მოგონებები, დიდი ოჯახის ტრადიცია და ოთხი შვილის დედობა, როგორც მთავარი კარიერული მიღწევა.

  • "არ მინდა, ვინმემ ნახოს, რომ მოწყენილი ვარ" - როგორია ლიზა ბაგრატიონი მაშინ, როცა სცენის შუქი ქრება

„პატარაობიდან მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემს ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ გიორგი და ეთერი. ბიძაშვილებთან ერთად დევივით ვიზრდებოდით. ერთი თაობის ბავშვები ერთად ვიზრდებოდით, ეს ფუფუნება იყო და დას და ძმას ვუძახდით ერთმანეთს. ჩემი ოცნება იყო, რომ ჩემს შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყოლოდა. არ მიფიქრია, რომ ოთხი შვილი მექნებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს. ახლა რომ ვუყურებ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი კარიერული სვლა, რომ ოთხი შვილის დედა ვარ“.

„მრავალშვილიანი ოჯახი ერთი გუნდია“

განსხვავება ერთ შვილსა და მრავალ შვილს შორის, დედის როლი და უმცროსი შვილის, ლიზას გამოცდილება.

„ერთი შვილი და მრავალი შვილი დიდად არ ცვლის დედის სტატუსს, ერთი შვილი რომ გყავს, უფრო მეტი დრო გჭირდება, რომ მასთან იყო. შენ გარდა არავინ ჰყავს, რომ გაართოს, შენ უნდა ეთამაშო, წაუკითხო წიგნი. მრავალშვილიან ოჯახში უნებურად დები და ძმები ასრულებენ ამ მოვალეობას, შეგიძლიათ შენს თავთან მარტო დარჩე, რადგან ერთმანეთზე ზრუნავენ. მეოთხე შვილი უფრო ჭკვიანია თავის ასაკთან შედარებით, ლიზამ გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ჩვენ ყველამ, რადგან მას აქვს დისა და ძმის გამოცდილება, დანახული, ნასწავლი, მოსმენილი... მრავალშვილიანი ოჯახი ერთი გუნდია, რომელიც ყველა სიძნელეს გადალახავს...“