ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ: "იმ პერიოდში თითქოს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი - მეგონა, რომ მე უნდა გადამერჩინა..." - Marao

ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ: "იმ პერიოდში თითქოს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი - მეგონა, რომ მე უნდა გადამერჩინა..."

2026-09-22 10:35:23+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილიები - ანნა, ლილი და ემმა. 

  • "დღე, როცა უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში. ამაზე ძლიერი ტკივილი არ არსებობს" - ჯანეტ ქერდიყოშვილი უმცროსი დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს

ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლის გადაცემის სტუმარია - რესპონდენტის ამპლუაში მან მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე - დის, ანას გარდაცვალებაზე ისაუბრა: 

janet

 ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ

„როდესაც ის უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ, იმ პერიოდში თითქოს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი - მეგონა, რომ მე უნდა გადამერჩინა... ეს გრძნობა დღემდე სულ თან დამდევს.“

"მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

  • "ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით" - ჯანეტ ქერდიყოშვილის წერილი

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა" - იხსენებდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.