მაიკო ვაწაძე ევროპული მოდის გიგანტ Zalando-ს სარეკლამო კამპანიაში - წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - Marao

მაიკო ვაწაძე ევროპული მოდის გიგანტ Zalando-ს სარეკლამო კამპანიაში - წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

2026-09-22 14:36:01+04:00

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო. ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს. 

  • "ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, სანი, ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სიყვარულს…“ - ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ოჯახური ბედნიერება

წყვილს ერთი შვილი ჰყავს.ოჯახური ცხოვრების პარალელურად კი ორივე მათგანი აგრძელებს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას - ანდრია მუსიკითა და თეატრითაა დაკავებული, მაიკო და განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩევა სოციალურ ქსელში - მას 13 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას. გარდა ამისა, მაიკო დაკავებულია სხვადასხვა ბრენდისა თუ კომპანიის კამპანიებსა და სარეკლამო გადაღებებში. 

  • „წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია" - ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ოჯახური იდილია

ერთ-ერთი ასეთია კამპანია Zalando-სთვის.  შთამბეჭდავმა კადრებმა მალევე დაიმსახურა მოწონება. 

maiko-vatsadze

რა არის Zalando?

Zalando 2008 წელს ბერლინში დაარსებული ევროპული ონლაინ-პლატფორმა და მოდის გიგანტია, რომელიც 25-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და 6,000-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. კომპანიამ ბაზარი უფასო მიწოდებისა და 100-დღიანი დაბრუნების პოლიტიკით დაიპყრო. დღეს ის არა მხოლოდ სავაჭრო სივრცე, არამედ ტექნოლოგიური ლიდერია, რომელიც აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ვირტუალურ საზომ ოთახებს.

  • „უარი ვთქვი ძალიან სერიოზულ პროექტებზე ანდრიას იმდროინდელი ხასიათის გამო" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე ურთიერთობის შესახებ

ევროპული მოდის გიგანტ Zalando-ს სარეკლამო კამპანიაში ქართველი კონტენტ კრეატორისა და ინფლუენსერის, მაიკო ვაწაძის გამოჩენა მნიშვნელოვანი წარმატებაა. პლატფორმაზე, რომელიც 25-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და 6,000-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს, ასეთი თანამშრომლობა ადგილობრივ სფეროს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

maiko-vatsadze