ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, თამთა გოდუაძემ, რომელიც წლებია საბერძნეთში საქმიანობს, მორიგი წარმატება ჩაიწერა აქტივში - მან ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, ცნობილი დიზაინერის, Natasha Zinko-ს ჩვენებაზე პოდიუმზე გაიარა.


საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
თამთა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. 14 წლის იყო, როცა ცოლად 16 წლის შეყვარებულს გაჰყვა. ქორწინებაში მომღერალს პირველი შვილი - ანი შეეძინა. ამავე პერიოდში დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თამთას პირველი მეუღლე შმაგი ხაჭვანია.
"მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი - 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე - ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის" - ამბობდა შმაგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
“მითხრა, რომ ქუჩაში არ დავმდგარიყავით, რადგან ხალხი დაგვინახავდა. მანქანაში ჩავჯექი და მივხვდი, რომ ყავის დასალევად კი არა, უფრო შორს მივდიოდით. ისინი მართლაც გასცდნენ თბილისს. ამ დღის შემდეგ მის მშობლებთან ერთად, მის სახლში ვცხოვრობდი. ის 16 წლის იყო, მე კი - 14-ის. თებერვალში მომიტაცა, აპრილში კი დავქორწინდით.
ოფიციალური ქორწინების გაკეთება არ შეგვეძლო, რადგან არასრულწლოვანები ვიყავით და ამის უფლება არ გვქონდა. მაშინ ყველა გრძნობა გამეყინა, ყველაზე ცივი გადაწყვეტილება მივიღე და ვთქვი, რომ უნდა გავშორებოდი, რაც უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი", - იხსენებდა თამთა.
6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ თამთა ქმარს დაშორდა და შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა, სადაც მისი უფროსი ძმა და დედა ცხოვრობდნენ.
წარმატებული კარიერის მიუხედავად, მისი პირველი პრიორიტეტი ყოველთვის შვილი იქნება:
"ამით ვამაყობ. მე, პირველ რიგში, დედა ვარ და მერე სხვა დანარჩენი. ჩემი ქალიშვილის გაზრდაში დედაჩემი მეხმარებოდა. სხვანაირად არ შემეძლო. როცა კარიერაზე ფიქრი დავიწყე, ანი უკვე რვა წლის იყო" - ამბობდა თამთა.
პოპულარული დედისგან განსხვავებით, ანის საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს. თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურია და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აზიარებს.
2004 წლიდან 2010 წლამდე თამთას ურთიერთობა ჰქონდა გრიგორის პეტრაკოსთან. 2015 წლის დასაწყისიდან კი პარიზ კასიდოკოსტას-ლაცის ხვდება. 2022 წელს იგი საბერძნეთის მოქალაქე გახდა. გარდა ბერძნულისა და ქართულისა, თამთა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.