ტელეწამყვანი ნელი აგირბა ხატია ქირიას გადაცემას, „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების ურთულეს ეტაპებზე, შინაგან ტრანსფორმაციასა და სულიერი ბალანსის ძიებაზე გულახდილად ისაუბრა.

ნელი აგირბას ინტერვიუ
- დედაჩემმა მითხრა, რომ ცხოვრების არსი თავად ცხოვრებაა. ამ პასუხით კი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან არაფერი მითხრა. რაღაც კონცეფციებს ვერ მიწვდები და ვერც ახსნი. ჩემი აზრით, ახლა, ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, ცხოვრება არის ის, რომ პირველ რიგში გაგახსენდეს - თავისუფალი ხარ. როცა გაგახსენდება, რომ თავისუფალი ხარ, შიშს გაუშვებ და მიხვდები, რომ რეალობას თავად ირჩევ: როგორ გინდა იცხოვრო და რა აკეთო. მერე კი სწავლობ, როგორ იცხოვრო და სხვებიც გაანათო, რომ ამ პლანეტაზე უფრო და უფრო კარგი ვითარება იყოს. რაღაც პერიოდი ისე ვიყავი, რომ არაფერი მიკვირდა, რასაც ბავშვები მიპროტესტებდნენ, მერე კი გადავწყვიტე, რომ უნდა ვიცხოვრო.
დაახლოებით 7 წელიწადი, როდესაც ტელევიზიაში ვიყავი, სრულად ჩაფლული ვიყავი მატერიაში. ჩემთვის არაფერი აღარ არსებობდა. ეს თავიდან შვება იყო, რადგან მანამდე ის გახსნილობა, რაც მქონდა, ძალიან მთრგუნავდა და არ მინდოდა მისი მართვა. მაგ პერიოდში მოხდა რაღაცები, რაც ვერ გადავხარშე და ჩემი ენერგია ნეგატივში წავიდა. ამ დროს ვიყავი საწყალი მსხვერპლი. ძალიან რთული იყო და, პირველი შვილი როცა გამიჩნდა, დავთანხმდი მკურნალობას, მანამდე კი წინააღმდეგი ვიყავი. მკურნალობის შემდეგ დავინახე, რომ გარშემო ყველაფერი ლამაზი იყო - ჩიტების ჭიკჭიკი, გაზაფხულის სურნელი, ცხოველი, ადამიანი - და გავხდი 7 წლის ბედნიერი ბავშვი. მერე ნელ-ნელა მოვიდა შიშები, რაღაცნაირად ნაჭუჭის დაცვის მცდელობა, რომ არ გამექცეს და არ ჩავვარდე. ამ დროს კი საკუთარი თავი სრულად დავკარგე. ახლა კი შუალედს ვპოულობ.
„ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო წასული და როდესაც ველოდებოდით, არ ჩამოვიდა… დიდი ხნის მანძილზე ვებრძოდი სიკვდილის სურვილს“ - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალებისა და რთული პერიოდის შესახებ
რაღაცებს ვხედავდი. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გაზომვადი ხდება. ჩვენი თვალის მგრძნობელობა ძალიან შეზღუდულია - სპექტრის ერთ მეათედსაც ვერ ვხედავთ, და ოდნავ მეტი თუ დაინახე, სხვა რაღაცებსაც ხედავ. მეც ვხედავდი - ჩემთან აჩრდილების სახით იყვნენ, ფერები არ ჰქონდათ, თითქოს ჩრდილები დადიანო. ერთი ჩემთან სახლშიც ცხოვრობდა, რომელსაც ვხედავდი. ბიძაჩემის სახლში ორი ცხოვრობდა და მათ სხვა ფორმა ჰქონდათ.
ახლა ვსწავლობ ბალანსში ყოფნას, მაგრამ ამისთვის არის კარგი პრაქტიკები. „არც მიწისა ვარ, არც ცისა“ - ამას უნდა შეეჩვიო, რადგან ერთ-ერთი ჩვენი ამოცანაც ესაა: არც ძალიან მატერიაში - ბიზნესში, ფულსა და პოლიტიკაში - იყოთ და არც მხოლოდ სულიერებასა და ხელოვნებაში. შუალედური გზა უნდა დაიცვა. ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი: ან 5 დამიწერეთ, ან 2 - 4 არ მინდოდა.