ნახევრად გამჭვირვალე კორსეტი და მარგალიტების წნული: მარიამ შენგელიას საქორწინო კაბა ცნობილი მოდის სახლისგან და ჯადოსნური საღამოს კადრები - Marao

ნახევრად გამჭვირვალე კორსეტი და მარგალიტების წნული: მარიამ შენგელიას საქორწინო კაბა ცნობილი მოდის სახლისგან და ჯადოსნური საღამოს კადრები

2026-09-27 11:58:37+04:00

26 სექტემბერს ქართული შოუბიზნესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი მოექცა - მომღერალმა მარიამ შენგელიამ და მორაგბე გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

  • მოულოდნელი ხელის თხოვნა და კადრები, რომლებმაც ათასობით ნახვა დააგროვა: ვინ არის მომღერალ მარიამ შენგელიას რჩეული

წყვილმა ეს მნიშვნელოვანი დღე ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. საღამო გამოირჩეოდა განსაკუთრებული დახვეწილობით, ემოციურობითა და მხიარულებით, რასაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიც მოწმობს.

mariam-shengelia

ვარსკვლავური მეჯვარეები და სტუმრები

მარიამ შენგელიას ერთ-ერთი მეჯვარე მისი ახლო მეგობარი, ცნობილი მომღერალი ნუცა თოფურია გახლდათ, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში პატარძლის გვერდით იყო და განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა.

mariam-shengelia

ქორწილს ქართული შოუბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ: სალომე ბაკურაძე, ნანუკა გულუა, ალექსანდრა პაიჭაძედა სხვა ცნობილი მომღერლები, მსახიობები თუ სპორტსმენები.

mariam-shengelia

როგორც მომღერლის ქორწილს შეეფერება, საღამო მდიდარი იყო მუსიკალური ნომრებით. სტუმრებმა და თავად პატარძალმა შეკრებილ საზოგადოებას დაუვიწყარი პერფორმანსები აჩუქეს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სიძე-პატარძლის ტრადიციულმა და თანამედროვე ცეკვებმა.

  • ბოლო დროის 8 ყველაზე გამორჩეული ქართული ქორწილი

მარიამისა და გიორგის ქორწილის კადრები სოციალურ ქსელებში უკვე ვირუსულად ვრცელდება, სადაც წყვილი უამრავ მილოცვასა და თბილ სურვილებს იღებს.

mariam-shengelia

მარიამ შენგელიას საქორწინო კაბა 

პატარძლის დახვეწილ და ელეგანტურ იერსახეზე ბრენდმა RARA COUTURE-მა იზრუნა. RARA COUTURE, რომელიც ცნობილი Rara Avis Group-ის პრემიუმ ხაზს წარმოადგენს,  საერთაშორისო საქორწინო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალი კლასის (Luxury) ბრენდია. ის სპეციალიზებულია ექსკლუზიურ, „ოტ კუტური“ (Haute Couture) სტანდარტების საქორწინო და საღამოს კაბებზე, რომლებიც გამოირჩევა ავანგარდული დიზაინით, თამამი ჭრილებითა და ნამუშევრის უმაღლესი ხარისხით.

MARIAM-SHENGELIA

მარიამ შენგელიამ არჩევანი შეაჩერა მოდელზე, სახელწოდებით SULTRY, რომლის ღირებულებაც 5,850 აშშ დოლარია. ეს გახლავთ ქალთევზას სილუეტის საქორწინო კაბა ღია ზურგითა და მაღალი ჭრილით. სამოსის ზედა ნაწილი წარმოდგენილია ნახევრად გამჭვირვალე კორსეტით, რბილი ჭიქებითა და მაქმანის ზედატანით, რომელსაც ბოლოში გაშლილი გრძელი სახელოები და წამოწეული საყელო ამშვენებს, ხოლო დეკორად გამოყენებულია ხელით ამოქარგული მძივები და მარგალიტების წნული. შლეიფიანი ქვედაბოლო შექმნილია მრავალშრიანი ბადისა და მაქმანისგან, რომელიც ჭრილის გასწვრივ გაფორმებულია მაქმანის არშიით.

MARIAM-SHENGELIA

ვინ არის მარიამ შენგელია?

მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა. 

14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე, კონკურსზე "X ფაქტორი" გამოჩნდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.

2025 წელს მარიამ შენგელიამ საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო  ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართა. მარიამ შენგელია საკონკურსო სიმღერით Freedom მეორე ნახევარფინალურ შოუზე ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად წარდგა, თუმცა, ფინალში გადასასვლელად საქართველომ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

  • "ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს" - მარიამ შენგელიას ახალი ამპლუა და ახდენილი ოცნება

დღეს მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია და აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ სფეროში საქმიანობას. ამის პარალელურად, ახალგაზრდა მომღერალი ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს და მაყურებელს დილის გადაცემიდან ესალმება.

14 მაისს მარიამ შენგელია 24 წლის გახდა - მან მილოცვები მიიღო გულშემატკივრებისგან, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან - გამორჩეული იყო ემიგრანტი დედის ვიდეო. 

„უკვე 5 წელია, რაც დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო”, - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

სწორედ ამ დღეს შედგა მარიამ შენგელიასა და მისი რჩეულის, მორაგბე გიორგი ჭედლიშვილის ნიშნობაც - გიორგიმ მარიამ ხელი მოულოდნელად სთხოვა, განსაკუთრებულმა კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელშიც. ეს მნიშვნელოვანი მომენტი კი წყვილმა ულამაზესი ქორწილით დააგვირგვინა.