ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა – ექსკლუზიური ფოტოები ქორწილიდან - Marao

"ქართველი მგელი", MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა – ექსკლუზიური კადრები ულამაზესი ქორწილიდან

2026-09-27 13:03:16+04:00

ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა - კადრები ულამაზესი ქართული ქორწილიდან

ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გამომწერებს სასიხარულო სიახლე ამცნო და ჯერ ნიშნობის, მოგვიანებით კი გრანდიოზული ქორწილის ულამაზესი კადრები გაუზიარა.

ყველაფერი რომანტიკული ხელის თხოვნით დაიწყო, რომელიც ზღვის სანაპიროზე შედგა. ლიანამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები წარწერით – "I said YES" 

  • მარიამ შენგელიას 5 800$-იანი კაბა და ექსკლუზიური კადრები ქორწილიდან: ცნობილი ბრენდის სამოსი და ჯადოსნური დღესასწაული

როგორც ირკვევა, სპორტსმენის რჩეული ქართველი ნიკა ჯაფარიძეა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პროფესიონალურ სპორტში არ არის ჩართული, ჯანსაღი ცხოვრების წესი მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

LIANA

ტრადიციული ჯვრისწერა და დახვეწილი საქორწილო წვეულება

ნიშნობას მალევე მოჰყვა ულამაზესი ქორწილი, რომელიც ქართულ ტრადიციულ მოტივებზე იყო აგებული. დღესასწაული ჯვრისწერის ცერემონიალით დაიწყო, სადაც წყვილს ქართული ნაციონალური სამოსი ეცვა.

LIANA-JOJUA

ჯვრისწერისა და ოფიციალური ხელის მოწერის შემდეგ, წვეულებაზე პატარძალმა იმიჯი შეიცვალა და სტუმრების წინაშე კლასიკური, ტანზე მომდგარი დახვეწილი საქორწინო კაბით წარსდგა. საღამომ მხიარულ და თბილ გარემოში ჩაიარა, წყვილმა კი მეგობრებისგან და გულშემატკივრებისგან ათასობით მილოცვა მიიღო.

LIANA-JOJUA

ვინ არის ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუა ქართველი MMA-ის მებრძოლია, რომელიც თბილისში დაიბადა. სპორტული კარიერა 2015 წელს დაიწყო და მალევე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მიაღწია. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში - UFC-ში იასპარეზა. და ფართო საზოგადოებამაც ამ ორგანიზაციიდან გაიცნო.

  • "სპორტი და ქალური მხარე ჩემში იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს" - ლიანა ჯოჯუა მეუღლეზე, მომავლის გეგმებსა და სიყვარულზე

ლიანას მეტსახელია „She Wolf“ (მგელი ქალი). კარიერის განმავლობაში მან Fight Nights Global-ის ჩემპიონობაც მოიპოვა და არაერთ ძლიერ მეტოქე დაამარცხა და მნიშვნელოვანი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც არიან ჟაკლინ ფერეირა, დიანა ბელბიტა, მარინა მოხნატკინა. მან UFC-ში დიანა ბელბიტასთან გამარჯვება, მტკივნეული ილეთით მოიპოვა.

  • "ქართველი მგელი" - MMA-ის მსოფლიო ჩემპიონი პირველი ქართველი გოგოს, ლიანა ჯოჯუას ცხოვრების საინტერესო ამბები

სპორტის გარდა აღსანიშნავია, რომ ლიანა პროფესიით მასწავლებელია. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. ამასთან მიღებული აქვს მუსიკალური განათლებაც.