"ახლა ვხვდები – ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭირო იყო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი, ძმაზე, გარდაცვლილ დაზე, მეუღლესა და ოჯახზე - Marao

"ახლა ვხვდები – ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭირო იყო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი, ძმაზე, გარდაცვლილ დაზე, მეუღლესა და ოჯახზე

2026-09-28 10:36:49+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლის, ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა. გულახდილ ინტერვიუში ჯანეტმა არაერთ პირად თემაზე ისაუბრა, თუმცა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა წლების წინ მომხდარი ტრაგიკული ამბის გახსენება, რომელმაც მისი და მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ტელეწამყვანმა უმცროსი და - ანეტა გაიხსენა, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად სულ რაღაც 10 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ

  • და - ანეტა ქერდიყოშვილი

„ანეტაზე საუბარი, ზოგადად, არ მიყვარს და ვერც ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს თემა ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ენით აღუწერლად რთულია. ის ჩვენთან სულ რაღაც 10 წელი იყო. ჩემსა და მას შორის ასაკობრივი განსხვავებაც 10 წელი გახლდათ - 10 წლის ვიყავი, როდესაც ანეტა გაჩნდა. სახელებსაც რომ დააკვირდეთ, დედამ თითქოს ერთი ასო, "ჯ" გამოაცალა და დარჩა ანეტა - ჯანეტა და ანეტა. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, თითქოს ამასაც თავისი დანიშნულება ჰქონდა იმ მხრივ, რომ როდესაც ის უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ, ის ჩვენი ოჯახის, განსაკუთრებით კი ჩემი პირადი მფარველი ანგელოზი გახდა. 

ანგელოზი, რომელმაც იქიდან წამომიყვანა, როდესაც მძიმე დაავადებას ვებრძოდი. ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, მასთან თითქოს საუბრებიც მქონდა... ჩემი დაავადებაც ზუსტად მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით, ეს დავამარცხეთ, მაგრამ იმ პერიოდში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი: თითქოს ეს მე უნდა დამმართოდა და მან ეს დარტყმა თავის თავზე აიღო. შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი ფიქრები და აზრებია და სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ეს გრძნობა სულ დამყვება - თითქოს ამ უბედურებაში რაღაცნაირად მეც ვიყავი დამნაშავე. 

მოდი ისიც ვახსენოთ, თუ როგორი კავშირი აქვს მასთან ჩვენს უფროს შვილს, ანას. დღესაც ვკითხე, სანამ ანა მანქანაში ჩაჯდებოდა და მერე მეც შევუერთდებოდი 5 წუთში... მითხრა, ახლა მოვრჩით ამოცნობანასო. უცებ ვერც მივხვდი, ვისზე საუბრობდა. "ანეტას ველაპარაკებოდი, რაღაცას მოვიგონებდი და ისიც მპასუხობდაო". ნამდვილად არსებობს ის, რასაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ“ - ამბობს ჯანეტი.

janet-kerdikoshvili

  • რთულ პერიოდსა და დაავადებაზე

- ანეტა პირადად ჩემს მფარველ ანგელოზად გადაიქცა. ამ ანგელოზმა იქიდან წამომიყვანა, როდესაც რთულ დაავადებას ვებრძოდი. მასთან ჩემი საუბრები მქონდა.

ეს ჩემი დაავადებაც ზუსტად მაშინ ხდება, ერთი წლის თავზე. იმ პერიოდში თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაც და მან თავის თავზე აიღო… არ ვიცი, ეს გრძნობა სულ მაქვს. 

  • ძმა - ჯეკო ქერდიყოშვილი

- ჯეკოსადმი სიყვარული ისეთი დიდია, რომ მიჭირს მაგაზე საუბარი... მართლა უნიკალური ბიჭია — ძალიან თბილი, გვერდში მდგომი, ნამდვილი გვერდში დგომა იცის და სიყვარულის გამოვლენა.მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ ასეთი უნიკალურად კარგი ძმა მყავს.

  • საკუთარ თავზე

ნოე სულაბერიძე: ვინ არის ჯანეტ ქერდიყოშვილი?

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ჯანეტ ქერდიყოშვილი არის ნოე სულაბერიძის მეუღლე.

ნოე სულაბერიძე: ყველაზე მაგარი პასუხი, რაც ამ სკამზე მომისმენია.

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ჯანეტი არის ძალიან უბრალო და უშუალო გოგონა, რომელსაც ღვთის წყალობით, დღეს აქვს ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ეს არის ჩემი ოჯახი, ეს ხარ შენ, ჩემი ბავშვები, ეს არის წრე, რომელიც ჩემს ირგვლივ არის. ეს არის სამსახური, რომელზეც ვერ ვიტყვი რომ ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ვხვდები – ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭირო იყო და ძალიან კომფორტულია ეს გარემო ჩემთვის“.

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება. 

  • ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ: "იმ პერიოდში თითქოს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი - მეგონა, რომ მე უნდა გადამერჩინა..."

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. წლების წინ მის არაერთ რომანს საზოგადოება საჯაროდაც განიხილავდა. ნოეს პირველ ქორწინებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ამ ურთიერთობაში მას ერთი შვილი, ალექსანდრე შეეძინა. 

მეორე ნოე სულაბერიძემ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, მათ ერთი ქალიშვილი, ლიზა ჰყავთ. წლების წინ ძალიან ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა ეკასა და ნოეს დაშორება. მაშინ ეკა სამხარაძე არ ერიდებოდა მიზეზებზე საუბარს. 

ნოე სულაბერიძემ მესამედ "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა. ეს ურთიერთობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წყვილი სიყვარულს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. 

ჯანეტის გზა დიდ სცენამდე 2011 წელს დაიწყო, როცა ჯანეტმა “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, 2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

  • "ლილი 2 წლის" - ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი იუბილარია 

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი ანნა, ლილი და ემმი ჰყავთ.

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ.