„სიყვარულის ჩრდილში, ნიღაბი ყველაფერს ამჟღავნებს...“ — დევა კასელი „ოპერის აჩრდილის“ ახალ კინოადაპტაციაში ეკრანებს იპყრობს - Marao

ახალი ეპოქის თილისმა და მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი - დევა კასელის მორიგი კინოაღიარება

2026-09-29 11:23:44+04:00

მოდელმა და მსახიობმა, დევა კასელიმ, სოციალურ ქსელში გულთბილი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „ოპერის აჩრდილის“ (Le Fantôme de l’Opéra) ახალ კინოადაპტაციაზე მუშაობის შთაბეჭდილებები გააზიარა და გადაღების პროცესში მიღებული გამოცდილება შეაფასა.

ალექსანდრ კასტანიეტის მიერ გადაღებული სურათი გასტონ ლერუს კლასიკური ნაწარმოების ახალ, შთამბეჭდავ ხედვას გვთავაზობს. კასელმა უსაზღვრო მადლიერება გამოხატა შემოქმედებითი გუნდის მიმართ, რომელთა მხარდაჭერამ და ნდობამაც მას განსაკუთრებული ძალა მიანიჭა.

„სიყვარულის ჩრდილში, ნიღაბი ყველაფერს ამჟღავნებს… მადლობა ამ საოცარ გუნდს ჩემ გვერდით სიარულისთვის. თქვენმა ნდობამ ძალა მომცა და თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ… სულმოუთქმელად ველოდები, როდის იხილავთ ამ სანახაობას!“ - წერს დევა.

ფილმში დევა კასელთან ერთად ვარსკვლავური შემადგენლობა მონაწილეობს, მათ შორის: რომენ დიური, ჟულიენ დე სენ ჟანი, ლაიკა ბლან-ფრანკარი, აქსელ ორიანი, ასევე პარიზის ნაციონალური ოპერის საბალეტო დასის ვარსკვლავები - გიომ დიოპი  და დოროტე ჟილბერი.

Full Dawa Films-ისა და SND Films-ის მიერ წარმოებული მასშტაბური კინოსურათის პრემიერა კინოთეატრებში 28 ოქტომბერს შედგა.

deva-casel

deva-casel

  • მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი ჰყავს! დევა კასელი Vogue World Milan-ზე Dior-ის ზღაპრულ კაბაში გამოჩნდა 

დევა კასელის ისტორია  

დევა კასელი დაიბადა 2004 წლის 12 სექტემბერს რომში. მისი მშობლები იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ვინსენტ კასელი არიან.დევას ბავშვობამ მრავალკულტურულ გარემოში გაიარა: იზრდებოდა პარიზში, რომსა და რიო-დე-ჟანეიროში. ეს შესაძლებლობა მისთვის მრავალენოვანი უნარების განვითარების წინაპირობა გახდა - იგი თავისუფლად ფლობს იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურსა და პორტუგალიურს.

დევამ მოდის სამყაროში პირველად 14 წლის ასაკში შეაბიჯა, როცა გახდა Dolce & Gabbana-ს სუნამოს კამპანიის სახე. მისი ბუნებრივი სილამაზე, თავდაჯერებული დგომა კამერის წინ და იტალიური ელეგანტურობა მაშინვე შეინიშნა მოდის კრიტიკოსთა მხრიდან. მას შემდეგ კასელი გამოდის ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა Jacquemus, Coperni, Alberta Ferretti და ისევ და ისევ Dolce & Gabbana.

დღეს ის არის Dior-ის და Cartier-ის ბრენდ-ამბასადორი, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული მოდელები იკავებენ.

  • ახალი ეპოქის თილისმა: უნიკალური დევა კასელი Dior-ის შემოდგომის კოლექციაში 

დევას დებიუტი კინოში 2023 წელს, იტალიურ ფილმში La Bella Estate („ლამაზი ზაფხული“) შედგა, სადაც განასახიერა ახალგაზრდა გმირი  ამელია. კინოკრიტიკოსების თვალს არ გამოპარვია მისი ბუნებრივი თამაშის მანერა და ეკრანული მომხიბვლელობა.

2025 წელს კი ის ერთ-ერთ მთავარ როლში  Netflix-ის სერიალში „ლეოპარდი“ გამოჩნდა, სადაც ანჯელიკა სედარას როლს ასრულებს. 

აღსანიშნავია, რომ სერიალში დევას პარტნიორობას შეყვარებული, სოლ ნანნი უწევს.

”წიგნის ნახევარი დიდი ხნის წინ მქონდა წაკითხული, ფილმის ნაწილები მქონდა ნანახი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იცით, ამ ასაკში ძნელია ყველა ქვეტონის, ცნების გაგება. ასე რომ, როცა ანჟელიკას როლი შემომთავაზეს, ჩემთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. გადაღებები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, რამდენიმე კვრის შემდეგ პერსონაჟის აზრებისა და მოქმედების გაანალიზება დავიწყე...ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს იყო საშუალება, მეჩვენებინა ყველა განსხვავებული ემოცია და მდგომარეობა" - განაცხადა დევამ ინტერვიუში საუბრისას.