"შეყვარებული სამჯერ ვიყავი - სამივე ლევანი იყო" - ნანიკო ხაზარაძე ცხოვრების მთავარ სიყვარულსა და ურთიერთობებზე - Marao

"შეყვარებული სამჯერ ვიყავი - სამივე ლევანი იყო" - ნანიკო ხაზარაძე ცხოვრების მთავარ სიყვარულსა და ურთიერთობებზე

2026-09-29 13:08:28+04:00

"ცხოვრება ძალიან სევდიანია, როცა არ არის სიყვარული. ჩემი ნება რომ იყოს სულ მექნებოდა სიყვარული, ანუ სულ შეყვარებული ვიქნებოდი..."

ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გადაცემა "ტოროლებიდან" გახდა. „ტოროლები“ იყო 1990-იანი წლების ძალიან პოპულარული და სახალისო დილის სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მაყურებელს დილის განსაკუთრებულ დასაწყისს სთავაზობდა. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. მოგვიანებით კი იყო არაერთი გასართობი შოუს, კონკურსის, დილისა თუ შუადღის გადაცემის თანაწამყვანი. ცოტა ხნის წინ ნანიკო ხაზარაძემ ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ახლა გულშემატკივრებთან კომუნიკაციას სოციალური ქსელით ინარჩუნებს. ნანიკო ხაზარაძე გადაღებულია 5 ფილმში, მათ შორისაა „ატუ-ალაბა (ოტელ კალიფორნია)“, „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, „გოგონა სლაიდიდან“, „ცელქი ბავშვები“ და „კინოგიდი“.

  • ვინ არის მისი იმედი, რა არის სიყვარული და რას ნანობს: ნანიკო ხაზარაძე სხვა რაკურსით

ცოტა ხნის წინ ნანიკო ხაზარაძე ეკა ჩხეიძის გადაცემას "პირველი სტუდია" სტუმრობდა, სადაც სიყვარულზე ისაუბრა.

naniko

ნანიკო ხაზარაძის ინტერვიუ

"ცხოვრება ძალიან სევდიანია, როცა არ არის სიყვარული. ჩემი ნება რომ იყოს სულ მექნებოდა სიყვარული, ანუ სულ შეყვარებული ვიქნებოდი... ხომ იცი, შეყვარებული როცაა ადამიანი ბევრად კეთილია, გაღიმებულია, კარგია, ცხოვრებას უფრო მარტივად უყურებს.

შეყვარებული სამჯერ ვიყავი - სამივე ლევანი იყო - ლევან პირველი, ლევან მეორე, ლევან მესამე.

სამივე ლევანთან ძირითადად მქონდა სატელეფონო ურთიერთობა. სამივე ცხოვრობდა საქართველოს გარეთ და სამივესთან მიწევდა ასე მიმოწერით კომუნიკაცია. ახლა ამას რაღაცნაირად ვკრძალავ, მაგრამ მე სამივე სიყვარული ასე ვიპოვე.

პირველი სიყვარული იყო ჩემი ქმარი ლევანიკო, რომელიც ქობულეთში გავიცანი და მხოლოდ გაცნობიდან და ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ 19 წლის იყო, მაშინ მე 28-ის ვხდებოდი. ძალიან რთული იყო საზოგადოების წნეხი, ბევრს შეიძლება მორიდებოდა, მაგრამ მე არ მიფიქრია ამაზე.

  • „პირველად რომ გავთხოვდი, რვა წლით პატარა ბიჭს გავყევი“ - ნანიკო ხაზარაძის წარსულის უცნობი დეტალები

მეორე ლევანს ბავშვობაში ვიცნობდი, მაგრამ მერე დიდი წყვეტა იყო ჩვენ შორის. ჩვენი ურთიერთობა კარგად არ დასრულდა - მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობის, რადგან მე შვილი მყავდა და ბევრი ამბების შემდეგ დავიშალეთ.

  • "ჩვენ ფოტოც კი არ გვაქვს, სადაც ვკოცნით ან ვეხუტებით ერთმანეთს... ქუჩაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა, ამიტომაც გაგექცა ქმარიო" - ნანიკო ხაზარაძე ლევან მათითაშვილთან დაშორებაზე

მერე იყო ლევან მესამე, რომელიც ასევე არ ცხოვრობდა აქ და ტელეფონით ვეკონტაქტებოდი და მერე მასთანაც დიდი ხანი არ გაგრძელდა ურთიერთობა," - იხსენებს ნანიკო ხაზარაძე.