„პირველად რომ გავთხოვდი, რვა წლით პატარა ბიჭს გავყევი“ - ნანიკო ხაზარაძის წარსულის უცნობი დეტალები - Marao

„პირველად რომ გავთხოვდი, რვა წლით პატარა ბიჭს გავყევი“ - ნანიკო ხაზარაძის წარსულის უცნობი დეტალები

2026-09-17 16:17:59+04:00

თემურ ებიტაშვილის პოდკასტს ნანიკო ხაზარაძე ეწვია. გადაცემაში ტელეწამყვანმა საკუთარ ხასიათსა და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მას ხშირად დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწევდა. ამის დასტურად მან თავისი პირველი ქორწინება გაიხსენა  ნანიკომ ოჯახი მასზე 8 წლით უმცროს ლევან ნუცუბიძესთან შექმნა.

  • „ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მამა კი არ გადავაგდე, არამედ პროფესიონალებს ჩავაბარე“ - ნანიკო ხაზარაძე მამის მოვლასა და საზოგადოების კრიტიკაზე

„პირველად რომ გავთხოვდი, რვა წლით პატარა ბიჭს გავყევი, ქერად შეღებილი თმითა და საყურით. ეს რამხელა ამბავი იყო, იცი? არ მგონია, რომ ეს პროტესტი ყოფილიყო, რა ვქნა, ასეთი შემიყვარდა ლევანიკო. თვენახევრის შემდეგ უბრალოდ, ვკითხე, ლევანიკო, რამდენი წლის ხარ-მეთქი. 19 წლისო… მე უკვე 28-ის ვხდებოდი. ცხადია, ჩემთვისაც შოკი იყო… რომ გავთხოვდი, პიკში ვიყავი ჩემი კარიერის, მაგრამ ტელევიზია დავტოვე და გავყევი ჩემს სიყვარულს…“

naniko-khazaradze

ნანიკო ხაზარაძის ბიოგრაფია

ნანიკო ხაზარაძე ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და სტაჟიანი სახეა, რომელიც ეკრანზე წლებია აქტიურად ჩანს და მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ ფიგურას წარმოადგენს. 

ნანიკო ხაზარაძის ძირითადი პროფილი  Talk-Show და გასართობი ფორმატია. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი უკავშირდება დღის გასართობ-შემეცნებით გადაცემებსა და თოქ-შოუებს. ის ყოველთვის გამოირჩევა თავისი თავისუფალი, უშუალო და ემოციური წაყვანის სტილით.

  • „გულწრფელად გეუბნები, არცერთი არ არის ჩემი მეგობარი“ - ნანიკო ხაზარაძე კოლეგებზე საუბრობს

წამყვანის ამპლუის გარდა, ნანიკოს აქვს სხვადასხვა რეიტინგული სატელევიზიო შოუსა და მეგა-პროექტის ჟიურიში მუშაობის გამოცდილება, სადაც ის კონკურსანტებს თავისი პროფესიული თუ მსახიობური ხედვით აფასებდა.

ტელევიზიის მიღმა, მისი კარიერა ასევე მოიცავს მუშაობას რადიოეთერში, როგორც რადიოწამყვანის, და სამსახიობო გამოცდილებას ქართულ კინოპროექტებში.