"ვზივარ და შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი.. იქვე, ბეჭედი გამომიგზავნა" - ლელა წურწუმიას მშვენიერი დედა, ამბავი მამაზე და ოჯახური ისტორია - Marao

"ვზივარ და შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი.. იქვე, ბეჭედი გამომიგზავნა" - ლელა წურწუმიას მშვენიერი დედა, ამბავი მამაზე და ოჯახური ისტორია

2026-10-07 11:14:01+04:00

მომღერალი ლელა წურწუმია ტელეწამყვან ნინუცა ორჯონიკიძის იუთუბ-გადაცემას სტუმრობდა. გადაცემის გადაღებები სამეგრელოში, კერძოდ ხობში მიმდინარეობდა. ლელას ბავშვობის სახლში, ადგილას, სადაც ის გაიზარდა და რომელთანაც უამრავი მოგონება და სითბო აკავშირებს.

  • "ოჯახის წევრებიც, მაგრამ მამულიჩა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედი" - ლელა წურწუმიას ინტერვიუ 

ლელა წურწუმიას ბავშვობა

მომღერალმა საკუთარ ფესვებსა და იმ განსაკუთრებულ ემოციურ კავშირზე ისაუბრა, რაც ამ სახლთან დღემდე აქვს.

„ამ სახლში ჩემი ცხოვრების, ალბათ, ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია. ჩემი გულის ნაწილი აქ ძგერს. ბევრჯერ მითქვამს, რომ თუკი ჩემს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი ხდება, სიზმარში ყოველთვის ვხედავ ხობის სახლს. ჩემმა დიდმა ბაბუამ, როცა ეს სახლი ააშენა, აქ 5 უდიდესი კოპიტის ხე იყო. დიდ ბაბუას 5 შვილი ჰყავდა და ამ 5 შვილის სახელზე დაურგავს ეს ხეები. მათ სახელზე დაურგავს ეს ხეები და მერე, რატომღაც, მოიჭრა. ის ადამიანები, რომლებიც ამ ხეებში სუნთქავდნენ, თითქოს მოიკვეთნენ. შარშან ჩემმა მეგობარმა მომცა კოპიტის ხეები და დედამ წინ ჩარგო. ის, რაც მოიჭრა, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს - ეს ჩვენი გვარის ფუძეა. ბაბუას აქ აგურის ქარხანა ჰქონდა, სადაც დამზადებული ერთი აგური დღემდე შენახულია.

ყოველ გაზაფხულზე ჩამოდის დედა, გვიან შემოდგომამდე აქ არის და უვლის აქაურობას. თიბავს, ტრაქტორზე ზის და ხნავს... თავის ჯანმრთელობასაც მიხედა ამით, მოიფიქრა საქმიანობა, რაც ამხნევებს, აძლიერებს. ის ძალიან საჭირო ადამიანია, იმდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის და გვაბედნიერებს. 80 წლისაა დედა და ასე გამოიყურება“ - ამბობს ლელა წურწუმია.

  • "ამ დროს რაღაც ძალა გეძლევა და ის რაღაც, რაც გებრძვის, გნებდება" - ლელა წურწუმიას ინტერვიუ 

lela-tsurtsumia

ლელა წურწუმიას დედა - ნინო ლომთათიძე

ლელა წურწუმიას დიდი ოჯახი ჰყავს - ორი და, ეკა და ხათუნა, დედა, ნინო ლომთათიძე, რომელიც პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია და მამა, ლუდოვიკო წურწუმია, რომელიც 68 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა. ის პროფესიით ფიზიკოსი იყო. 

lela

ლელა წურწუმიას დედამ, ნინო ლომთათიძემ გადაცემაში მეუღლესთან შეხვედრის ისტორიაც გაიხსენა: 

"სამეგრელოში ვიყავი დასაფლავებაზე - დედა მეგრელია, ხეთიდან, სალაყაია და ბიძასთან ვიყავი. დასაფლავებაზე ჩამოვედი, მეზობლის ქალმა შეყვარებულის გამო მოიკლა თავი. მთელი დასავლეთი მოვიდა იმ დასაფლავებაზე. ვზივარ და შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი, "გრუზა" თმით, მაღალი, ცისფერთვალება. ოთარ კობერიძეს ჰგავდა ახალგაზრდობაში. თურმე, იმანაც დამინახა და ისიც მოიხიბლა. რომ გამოვედი, ვიღაცის ხელით, იქვე, ბეჭედი გამომიგზავნა".

"რომ ვთქვა, ლელა ცუდი, უზრდელი და ჯიუტი ბავშვი იყო, მოგატყუებთ. ძალიან თბილი, გულჩვილი და საშინლად გულკეთილი ბავშვი იყო. ორი ნივთი რომ ჰქონოდა, მეორეს აუცილებლად სხვას მისცემდა, ხოლო თუ ერთი ჰქონდა და მისი და სთხოვდა, მასაც აუცილებლად მისცემდა," - იხსენებდა ნინო ლომთათიძე შვილის შესახებ.