თბილისმა წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლა ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს „თბილისობა 2026“-ს, რომელიც 3 და 4 ოქტომბერს აღინიშნა.
წლევანდელი ფესტივალი, რომელიც საპატიო თბილისელების საზეიმო დაჯილდოებით დასრულდა, კულტურული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებებით იყო დატვირთული, რასაც როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლები, ისე სხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
ძირითადი აქტივობები დედაქალაქის ხუთ მთავარ ისტორიულ და ულამაზეს ლოკაციაზე - რიყის პარკში, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, ასევე ლეღვთახევსა და ევროპის მოედანი-მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდა.
კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის გამოჩენა ფესტივალზე
დღესასწაულის მასპინძელი თბილისის მერი, კახა კალაძე იყო, რომელმაც მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ანუკი არეშიძის დახვეწილმა და ელეგანტურმა სტილმა.

მან ღონისძიებისთვის კლასიკური შავი ფერის სტრუქტურული სილუეტის მქონე Balenciaga-ს ბრენდის „Hourglass“ ტიპის მატყლის ნარევი პალტო მოირგო, რომლის ღირებულებაც 3,750 აშშ დოლარს შეადგენს.


თავისი ვიზუალი ანუკი არეშიძემ დახვეწილი აქსესუარებით შეავსო: მან პატარა, მბზინავი Judith Leiber-ის ბრენდის კრისტალებით გაწყობილი მინი-ჩანთა აირჩია, რომლის ფასიც ფასდაკლებით 167.50 აშშ დოლარია (საწყისი ფასი 335 დოლარი იყო).
მთლიანი ლუქი კი ჰარმონიულად დაასრულა ელეგანტურმა მარგალიტის ყელსაბამმა და თვალისმომჭრელმა სამკაულებმა.

