კირა ანდრონიკაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა: ფოტოები და ამბები მარადიული სილამაზის სიმბოლოზე - Marao

კირა ანდრონიკაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა: ფოტოები და ამბები მარადიული სილამაზის სიმბოლოზე

2026-10-05 11:56:10+04:00

დედაქალაქმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა წლის ყველაზე მასშტაბურ  დღესასწაულს - „თბილისობა 2026“-ს, რომელიც ტრადიციულად 3 და 4 ოქტომბერს გაიმართა. ორი დღის განმავლობაში თბილისის ისტორიული ქუჩები, მოედნები და პარკები ქართული კულტურისა და ხელოვნების ეპიცენტრად იქცა.

როგორც ყოველთვის, ღონისძიება ტრადიციული მოტივებით მიმდინარეობდა. შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. ამასთან, გაიმართა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია, და ღონისძიებას უამრავი ცნობილი ქართველი ესწრებოდა. ტრადიციულად წელსაც გახდნენ დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები, რომლის ერთ-ერი წარმომადგენელი კირა ანდრონიკაშვილია

  • "ახალი წელი დგებოდა, გაბუტული ვიყავი. უცებ მოვიდა და მითხრა..." - კირა ანდრონიკაშვილის ამბავი მეუღლის შესახებ და მოგონებები წარსულიდან 

კირა ანდრონიკაშვილის კარიერა და ოჯახი 

კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა. კირა ანდრონიკაშვილი ბუნებრივი ქართული სილამაზის მქონე ქალბატონადაა აღიარებული და სხვადასხვა გამოცემა ხშირად ინტერესდება მისი რჩევებით, თუ რა არის საჭირო სილამაზის შესანარჩუნებლად. კირა ანდრონიკაშვილი რჩევებს არ იშურებს და ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო გენეტიკასთან ერთად ადამიანის პოზიტიური აზროვნების შედეგია და რომ ბედნიერი ქალბატონები ყველაზე ლამაზები არიან. 

  • დიდი კირას მშვენიერი გაგრძელება: გაიცანით კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი - ცნობილი ოჯახი და წარმატების გზა საფრანგეთში 

ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ეს მშვენიერი ქალი, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა (ნატო ვაჩნაძე)  მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც "კერასინკას" ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა.

ქმარი - ნიკოლოზ შენგელაია, ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო? ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს.

ძალიან ლამაზ ხალხში გავიზარდე, მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ლამაზები იყვნენ. ჩემი მამიდები - ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი, ულამაზესი ქალები იყვნენ; სილამაზით ბებიებიც გამოირჩეოდნენ. მამაჩემის ბებია დარო ჭავჭავაძე ულამაზესი იყო და ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ. დედა ჯორჯაძე მყავდა, მისი მშობლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ. მოკლედ, მამის მხარეს არც ჯორჯაძეები ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მე ამას ვერც კი ვამჩნევდი - ჩვენს ოჯახში ადამიანებს სამოსით და გარეგნობით არასოდეს აფასებდნენ, მთავარი პიროვნული თვისებები იყო, ვზრუნავდით, რომ მშრომელები და განათლებულები ვყოფილიყავით" - იხსენებდა კირა ანდრონიკაშვილი.