ნეკა დოროყაშვილი დაქორწინდა: "ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება...“ - Marao

ნეკა დოროყაშვილი დაქორწინდა: "ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება...“

2026-10-05 13:06:44+04:00

„სხვათა შორის, საქართველოში ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები. მოდის კვირეულის შემდეგ ავთერფართიზე ერთად წავედით არმანის რესტორანში. იქ მნახა და ამის მერე ერთად ვართ. არასდროს შეხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების მამაკაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა. ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა.

  • "იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან" - ნეკა დოროყაშვილის ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ოჯახსა და განვლილ ცხოვრებაზე

ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა. ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა. მან, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება...“ - ამბობს მოდელი ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში და საზოგადოებას ცხოვრების დიდი სიახლის შესახებ გაუზიარა. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა, მუქარის შემცველ კომენტარებს ასაჯაროებს - „ტურნირი კი ტოტალიზატორებით ფინანსდება“

neka

ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ცნობილ ქართველ ჩოგბურთელზე, ნიკოლოზ ბასილაშვილზე იქორწინა. მათ თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი, ლუკას ბასილაშვილი შეეძინათ. მოგვიანებით კი წყვილის განქორწინების ხმაურიანმა საქმემ მთელი ქვეყანა მოიცვა - ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლეს ბრალი დასდო როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაში. 

სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მოწმის სახით სხდომას ესწრებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეორე მეუღლე, ასევე ჩოგბურთელი კარლოტა ელენა. 

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.