2026 წელი ნამდვილად სიყვარულის წელია! ბოლო პერიოდში სოციალური ქსელები და მედია უამრავი ულამაზესი ქორწილის კადრით აჭრელდა, თუმცა გასულ უქმეებზე გამართული საქორწილო ზეიმი ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მსახიობისა და ტელეწამყვანის, რუსკა ქარქაშაძის და, ქეთო ქარქაშაძე დაქორწინდა.

ქეთო ქარქაშაძის ქორწილი
საღამო სავსე იყო დაუვიწყარი, ბედნიერი წუთებითა და ნამდვილი ქართული ემოციებით. ქეთო ქარქაშაძემ თავისი განსაკუთრებული დღისთვის ორი სრულიად განსხვავებული, თუმცა თანაბრად უნაზესი და დახვეწილი სამოსი შეარჩია. პირველი კაბა გამოირჩეოდა კლასიკური, ელეგანტური ჭრითა და ჰაეროვანი დეტალებით, რამაც პატარძალს განსაკუთრებული სინაზე შესძინა, ხოლო საღამოს მეორე ნაწილისთვის მან შედარებით თავისუფალი, თუმცა ულამაზესი კაბა მოირგო, რომელმაც საშუალება მისცა მთელი ღამის განმავლობაში თავისუფლად ეცეკვა და მეგობრებთან ერთად ემხიარულა.

ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი პატარძლისა და მისი მეგობრების მიერ შესრულებული ულამაზესი ცეკვა გახლდათ, რომლის ჰარმონიულმა და ემოციურმა ნომერმა სტუმრების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. საღამოს მუსიკალურ განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა "მგზავრებმა" იზრუნა, რომელთა ცოცხალმა შესრულებამ, საყვარელმა ჰიტებმა და ენერგიამ საქორწილო წვეულებას განსაკუთრებული, თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო შესძინა.