36 წლის მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერი გახდა: დაფარული პირადი ცხოვრება, ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია და ბიზნესმენი ქმარი - Marao

36 წლის მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერი გახდა: დაფარული პირადი ცხოვრება, ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია და ბიზნესმენი ქმარი

2026-10-07 11:51:34+04:00

მარიამ ქვრივიშვილი 1990 წლის 11 ივნისს თბილისში დაიბადა. არის ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020-2021 წლებში. არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციას. 2026 წლის 7 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობები ასევე უკავიათ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.

politikosi

მარიამ ქვრივიშვილის კარიერა

მარიამ ქვრივიშვილი 2010-2012 წლებში იყო შპს „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე. 2012-2014 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 2014-2019 წლებში იყო შპს „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი; ა/კ flydubai-ს რეგიონული მენეჯერი საქართველოში. 2019-2020 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

  • TOP 5 - ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსი ქალები და მათი ისტორიები

2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2025 წლის 24 ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

  • დაფარული პირადი ცხოვრება, ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია და ბიზნესმენი ქმარი: ვინ არის 35 წლის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის არჩევნებისთვის ქვრივიშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთორმეტე ნომრად წარადგინეს.

მარიამ ქვრივიშვილის ოჯახი 

მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე 1992 წელს, სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ბე­რიშ­ვი­ლია. ის მა­რი­ა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, კერ­ძო სექ­ტორ­ში საქმიანობს.

ოთარ ბერიშვილი რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, შპს "გემო-96“, შპს "რუ­ბი­კო­ნი 1“, შპს "კუ­რორ­ტი აბას­თუ­მა­ნი სა­ნა­ტო­რი­უ­მი არა­ზინ­დო“, შპს "ს ბა­თუ­მი“, სს "და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი შუ­ქუ­რა“, შპს "ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქი“ დი­რექ­ტო­რია.

mariam

მარიამ ქვრივიშვილის აპრილის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფოლბს შპს „ვოიაჟერის“- 10%-იან წილსა და შპს „ეარლაინ რეპრეზენთეიშენ გრუპის” 30%-იან წილებს.

  • “იმისთვის იყავი პარლამენტარი, რომ წასულიყავი და ასე გეცხოვრა?“ - როგორ შექმნა ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი ხელებით ეკო-სამოთხე ქალაქგარეთ

მარიამ ქვრივიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში და მიწის ნაკვეთი წავკისში, ასევე BMW-ის მარკის ავტომობილი, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც მისი ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია იქცევს - მარიამ ქვრივიშვილი ფლობს Rolex-ის ბრენდის 2 საათი, რომლის ჯამური ფასი 22 000 დოლარია, Cartier-ის ბრენდის სამაჯურსა და ბეჭედს, რომლებშიც 10 500 დოლარი გადაიხადა 2017 წელს.