"მეტროში აღმოჩენილი კონკიას" ზღაპარი და ამაყი მშობლები: ბჰავიტა მანდავას ყველაზე ემოციური პარიზული მომენტი - Marao

"მეტროში აღმოჩენილი კონკიას" ზღაპარი და ამაყი მშობლები: ბჰავიტა მანდავას ყველაზე ემოციური პარიზული მომენტი

2026-10-07 15:50:28+04:00

ბჰავიტა მანდავასთვის Chanel-ის პარიზის პოდიუმზე გამოჩენა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან ამ მნიშვნელოვან მომენტს მისი მშობლებიც ესწრებოდნენ. ისინი დარბაზიდან ადევნებდნენ თვალს ქალიშვილს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის სახლის ჩვენებაში მონაწილეობდა.

ბჰავიტას მშობლების რეაქციამ სოციალურ ქსელებშიც მიიქცია ყურადღება. მათი ემოცია განსაკუთრებით იგრძნობოდა მაშინ, როდესაც ბჰავიტა პოდიუმზე გამოჩნდა

ეს მათთვის განსაკუთრებული მომენტია, რადგან ბჰავიტას მოდელის კარიერა საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. დღეს კი ის უკვე Chanel-ის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა სახედ ითვლება და პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდის ახალ კოლექციას წარმოადგენს.

ამასთან ემოციური იყო, როდესაც პოდიუმზე ის მშობლებთან ერთად პოზირებდა. კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და უამრავი მოწონებაც დაიმსახურა.

bavita-mandava

  • „Chanel-მა დაგღუპა!“ - ბავითა მანდავა Met Gala-ზე ჯინსებით გამოჩნდა: რატომ ატყდა ინტერნეტში ნამდვილი ომი და რა იმალება მოდელის „უბრალო“ ლუქის მიღმა? 

არქიტექტორიდან მოდელამდე

25 წლის ჰაიდარა ბადელი ბჰავიტა მანდავა დღეს მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ახალი სახეა. ნიუ-იორკში გამართული Chanel Métiers d’Art 2025–26 ჩვენების გახსნის შემდეგ, მისი სახელი საერთაშორისო გამოცემებმა მალევე აიტაცეს. 

ბჰავიტა ჩვეულებრივი სტუდენტი იყო, რომელიც ნიუ-იორკის მეტროთი ყოველდღიურად მგზავრობდა. თუმცა ერთ-ერთი მისი მეტროში ჩასვლა გახდა მისი ცხოვრებისთვის გარდამტეხი მომენტი. 

2024 წლის ოქტომბერში, ნიუ-იორკის მეტროში რუტინული მგზავრობისას, ბჰავიტა შემთხვევით შენიშნა მოდის სააგენტოს წარმომადგენელმა, რამდენიმე კვირაში კი მან სამოდელო კარიერა დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ ბჰავიტას სამოდელო კარიერა არასდროს წარმოედგინა. ის ჰაიდარაბადში გაიზარდა და არქიტექტურის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა Jawaharlal Nehru Technological University-ში. მოგვიანებით კი, ნიუ-იორკში გადავიდა და New York University-ში დიზაინისა და მედიის ინტეგრირებული პროგრამის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა

ბჰავიტა ლიცენზირებული არქიტექტორია და პროდუქტის დიზაინითაც ინტერესდება. როგორც თავად ამბობს, მოდის სამყაროში შესვლისას ბევრი ბრენდი მისთვის სრულიად უცნობი იყო:

„ეს სამყარო თავიდან ბოლომდე ახალი აღმოჩნდა ჩემთვის,“ - უთხრა მან Harper’s Bazaar India-ს.