ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის გამოჩენას საზოგადოება ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. ამჯერად ყურადღების ცენტრში მისი პარიზის მოდის კვირეულზე ვიზიტი მოექცა, სადაც ის Chanel-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას ესწრებოდა.
ნიცა პარიზის მოდის კვირეულზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მის ელეგანტურ სტილს სრულყოფილება შემატა მაკიაჟმა და ვარცხნილობამ, რომელზეც "Anna Hair Paris"-მა იზრუნა.

შანელის 2027 წლის გაზაფხული
Chanel-ის 2027 წლის გაზაფხულის ჩვენება პარიზის გრან პალეში გაიმართა, სადაც მთავარი ინსტალაცია შუშის გუმბათის ქვეშ ჰაერში გამოკიდებული 95 ფრინველი იყო. კოლექციის ძირითადი იდეა გაბრიელ „კოკო“ შანელის სტილის ევოლუციასა და თავისუფლების პრინციპს ეფუძნებოდა, რაც ბნელი დროის ფონზე პოეზიისა და სილამაზის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.
შოუ გაიხსნა და დაიხურა მოდელ დიანირა ჰურბუშერით, აუდიომასალაში კი ნიკოლ კიდმანის ხმა ისმოდა. დიზაინერმა მატიე ბლაზიმ წარმოადგინა როგორც ტანზე მომდგარი და ელასტიური ტვიდის სილუეტები, ისე იუმორით გაჯერებული დეტალები. ღონისძიება ბრიტნი სპირსის სიმღერით „Gimme More“ დასრულდა, რაც ბრენდის წარმატებული ერთი წლისთავს აღნიშნავდა.