ნიცა თავაძე, როგორც ისტორიული შოუს ნაწილი: „ეს დაუჯერებელია“ — Chanel-ის გაზაფხული 2027: ჩიტივით თავისუფალი - Marao

ნიცა თავაძე, როგორც ისტორიული შოუს ნაწილი: „ეს დაუჯერებელია“ — Chanel-ის გაზაფხული 2027: ჩიტივით თავისუფალი

2026-10-06 10:54:26+04:00

გუშინ ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩატარდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდა. მაშინ, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება მოედნისკენ იყო მიმართული, მოდის მოყვარულები პარიზში, გრან პალეში შეიკრიბნენ. და რადგან ჩვენ უკვე მოგიყევით ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის სიყვარულის შესახებ შანელის მიმართ, აღარ გაგიკვირდებათ, რომ ამ ისტორიულ ადგილას Chanel-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას ისიც ესწრებოდა.

  • ნიცა თავაძის დახვეწილი სტილი და ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია - "Quiet Luxury"-ის ქართული მაგალითი

chanel

შანელის 2027 წლის გაზაფხული: ფრინველივით თავისუფალი 

Chanel-ის 2027 წლის გაზაფხულის ჩვენება პარიზის გრან პალეში გაიმართა, სადაც მთავარი ინსტალაცია შუშის გუმბათის ქვეშ ჰაერში გამოკიდებული 95 ფრინველი იყო. კოლექციის ძირითადი იდეა გაბრიელ „კოკო“ შანელის სტილის ევოლუციასა და თავისუფლების პრინციპს ეფუძნებოდა, რაც ბნელი დროის ფონზე პოეზიისა და სილამაზის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

შოუ გაიხსნა და დაიხურა მოდელ დიანირა ჰურბუშერით, აუდიომასალაში კი ნიკოლ კიდმანის ხმა ისმოდა. დიზაინერმა მატიე ბლაზიმ წარმოადგინა როგორც ტანზე მომდგარი და ელასტიური ტვიდის სილუეტები, ისე იუმორით გაჯერებული დეტალები. ღონისძიება ბრიტნი სპირსის სიმღერით „Gimme More“ დასრულდა, რაც ბრენდის წარმატებული ერთი წლისთავს აღნიშნავდა.

  • ქორწილი, რომელმაც Vogue-ის გარეკანი დაიპყრო: პარიზული სიყვარულის ისტორია და გრანდიოზული, სამდღიანი ზეიმი მე-12 საუკუნის მონასტერში

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩვენებაზე ნიცა თავაძის გამოჩენამაც, რომელმაც პარიზის მოდის კვირეულიდან სოციალურ ქსელში აქტიურად გააზიარა ფოტოები და ვიდეოები.

nitsa

  • როგორ გახდა ნიცა თავაძე ლუკა ერნანდესის მეუღლის საქორწინო რიტუალის ნაწილი - კადრები, რომლებიც ვიქტორია ტრიაიმ გამოაქვეყნა

ნიცამ თავის გამომწერებს შოუს კულუარები და გრან პალეს უნიკალური ატმოსფერო აჩვენა, ხოლო პუბლიკაციას თან ერთოდა მისი აღფრთოვანებული შეფასება, სადაც აღნიშნა, რომ ეს ჩვენება უბრალოდ არარეალური, ჯადოსნური და დაუჯერებელი სანახაობა იყო. მისი ეს გამოჩენა კიდევ ერთხელ გახდა მოდის მედიისა და გულშემატკივრების ინტერესის საგანი.

chanel