"ჩვენი გუნდი" - ნიკოლოზ ბასილაშვილის და კარლოტა ელენას ოჯახური თავგადასავალი - Marao

"ჩვენი გუნდი" - ნიკოლოზ ბასილაშვილის და კარლოტა ელენას ოჯახური თავგადასავალი

2026-10-09 11:17:58+04:00

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის, კარლოტა ელენას წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ელენა მეუღლის მთავარი გულშემატკივარია. ის მუდმივად ნიკოლოზის გვერდითაა, ესწრება მის თითქმის ყველა ტურნირს და კორტზე თუ კორტს მიღმა მუდმივად მის გვერდითაა

ამჯერად კარლოტამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული მორიგი ფოტო გააზიარა

„გუნდი“ - წერს კარლოტა.

nikoloz-basilashvili

  • "მან ნამდვილი ვარსკვლავი შეირთო ცოლად“ - კარლოტა ელენას ახალი ფოტო - რას წერს ჩოგბურთელი? 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა, მუქარის შემცველ კომენტარებს ასაჯაროებს - „ტურნირი კი ტოტალიზატორებით ფინანსდება“ 

nikoloz-basilashvili

  • ეგზოტიკური მოგზაურობა ტურნირის შემდეგ: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლესთან ერთად ჩინეთში მოგზაურობს 

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.