არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელიც ეპოქის, გემოვნებისა და შეუქცევადი სილამაზის სინონიმად იქცევა ხოლმე. მაკა ასათიანი ათწლეულებია, ინარჩუნებს ქართული ელეგანტურობის მთავარი სიმბოლოს სტატუსს, თუმცა მისი ცხოვრების ყველაზე ღირებული და დაცული სივრცე მაინც ოჯახი - მისი შვილები და ის გზაა, რომელმაც ის ყველაზე მთავარ სტატუსამდე, დედობამდე მიიყვანა.

მაკა ასათიანის დიდი ოჯახი - მშობლები, შვილები და უცნობი ფოტოები
მაკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს - მამა, კახი ასათიანი მის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ადამიანი იყო. კახი ასათიანი 2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე ავტომობილში ჩაცხრილეს. მამის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს კი მაკა დიდი ხნის მანძილზე მალავდა კამერებისა და საზოგადოებისგან.
დედა ლუიზა თავართქილაძეა, რომელსაც ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მედიასთან გამოჩენა არ უყვარს. მაკას ჰყავს ერთი და, სალომე ასათიანი. სალომე ასათიანი დაქორწინდა ასტამურ აჩბაზე, წყვილს ქორწინებაში ერთი ქალიშვილი, მარიანა აჩბა შეეძინა. ის ხშირად ჩანს ცნობილი დეიდის გვერდით. აღნიშნავენ, რომ მარიანა ძალიან ჰგავს მაკას, მაკა კი - დედას.

მაკა ასათიანმა პირველად მერაბ ჟორდანიაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი, კახი და ლევანი შეეძინათ. კახი დაქორწინებულია ნანიკო კლდიაშვილზე - წყვილი ორ შვილს, ლეას და ლეოს ზრდის.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა ასათიანი შვილებთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. მოგვიანებით კი კოტე გეგელიაზე იქორწინა. ქორწინების შემდეგ ოჯახი დიდი ხნის მანძილზე ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა შვილებს შვეიცარიაშიც ხშირად სტუმრობდა. მაკას და კოტეს ერთი ვაჟი, კონსტანტინე გეგელია ჰყავთ.

მაკა ასათიანსა და მის შვილებს მედიასთან კონტაქტი არ ხიბლავთ, არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან - ოჯახურ კადრებს დროდადრო მაკას დისშვილი, მარიანა და რძალი, ნანიკო აზიარებენ. ამჯერადაც მაკა ასათიანის უმცროსი ვაჟის, კონსტანტინეს ფოტოების ნახვა მათ გვერდებზე შეგიძლიათ. მათი გამომწერები აღნიშნავენ, რომ კონსტანტინე განსაკუთრებით ჰგავს დედას.

