"... და ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა" - თამო ვაშალომიძე ბიოლოგიური მამისა და ოჯახის შესახებ - Marao

"... და ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა" - თამო ვაშალომიძე ბიოლოგიური მამისა და ოჯახის შესახებ

2026-10-09 13:05:15+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოდელი და ინფლუენსერი თამუნა ვაშალომიძე აცხადებს, რომ ბიოლოგიური მამის პოვნა და გაცნობა სურს. როგორც ცნობილია, მას მამობილი - ცნობილი გიტარისტი კაკო ვაშალომიძე ზრდიდა და გვარიც სწორედ მისი აქვს.

tamo

 თამო ვაშალომიძის მიმართვა

ერთი გადაწყვეტილება მივიღე და უნდა გაგიზიაროთ. გადავწყვიტე, რომ გავიცნო ჩემი ნამდვილი მამა. თავიდან ვფიქრობდი, რომ არ მაინტერესებდა, არ მინდოდა... ახლა მარტო ვარ, ბავშვები მამასთან არიან, არის ღამის ოთხის ნახევარი, და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ ხვალ ალბათ დედაჩემი... დედა, ნახავ ამ ვიდეოს უკვე, შენ უფრო ადრე იღვიძებ... ვფიქრობ, რომ დადგა ის დრო და ვარ იმისთვის მზად, ყველანაირად - ფსიქოლოგიურად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავიცნო... მე იმას ვერავის შევპირდები, რომ რაიმე სიყვარულს მიიღებს ჩემგან... მაგრამ უნდა ვიცოდე.

  • "არავინაა ვალდებული, რომ ვუყვარდე... ქმართან დაშორების შემდეგ ქალების მიმართ გავხდი სხვანაირი" - რა მოხდა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე?

უნდა ვიცოდე ყველაფერი, ვიცნობდე, ვინ არის, უნდა ვიცოდე, მყავს თუ არა... და ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა. მე დიდ პატივს ვცემ ჩემს მამინაცვალს, მადლიერი ვარ ყოველი წუთისთვის, წამისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. იმ გვარისთვის, რომელსაც მე ვატარებ. მადლობა... და ყოველთვის, შეიძლება არ მაქვს ურთიერთობა მე კაკოსთან, მაგრამ უდიდესი სიყვარული მაქვს მის მიმართ, პატივისცემა მაქვს. არის ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები, როცა შეიძლება ადამიანებს, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ გამოგვივიდეს, მაგრამ მე ყოველი წუთი და წამი კარგი მინდა მახსოვდეს მისგან. და იმედია, მასაც...

  • „ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი გული გააბოროტონ“ — თამო ვაშალომიძე ქალებს მიმართავს 

 შესაბამისად, 35 წლის ვარ და არის ის დრო, როდესაც ელემენტარულად უნდა მივიდე და ვნახო, როგორია... ჰოდა, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ და როგორ მომიწონებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ასე გადავწყვიტე. და როდესაც ეს მოხდება, გაგაგებინებთ აუცილებლად.

მოგვიანებით თამო ვაშალომიძემ ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა დედის შესახებაც და გულახდილად ისაუბრა მასთან ურთიერთობაზე: 

თამო ვაშალომიძე დედასთან ურთიერთობაზე

დედაჩემმა მითხრა, რომ მამაჩემი არ არის ქართველი. მამაჩემი ისეთი ქვეყნიდანაა, რომლის წარმოთქმაც არ მინდა - რუსეთიდან. თავიდან სხვა ინფორმაცია მქონდა, ვიცოდი, რომ ქართველი იყო, ვიცოდი, რომ ნახევარძმები მყავდა. გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მენახა და გამეცნო, უბრალოდ მენახა. მოკლედ, სხვა განზრახვა არ მქონია, მე ჩემს მამად ვთვლი კაკოს და მადლობას ვუთვლი კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის.

ძალიან განვიცადე, ძალიან ვინერვიულე, ბევრჯერ ვიტირე, ეს ყველაფერი ემოციური იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე დავურეკე თამუნა მუსერიძეს და ვუთხარი, რომ გამეკეთებინა ტესტი, რომელი ეროვნების ვარ. დედაჩემი არის პოლონელ-უკრაინელი. მე თუ არ ვარ ქართველი, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიდეს სისხლში. აყვანილია დედაჩემი... ამ ისტორიას იმდენად არ დავუმძიმებივარ, როგორც რაღაც-რაღაცებმა დამამძიმა - გულახდილად მელაპარაკა დედაჩემი, ყველაფერში გავუგე, ყველა პირად საკითხში. მეც დამენგრა პირადი ცხოვრება, ხომ? ყველა ადამიანს საკუთარი პირადი აქვს და, რა თქმა უნდა, არავინ უნდა განვიკითხოთ, პირველ რიგში, დედა, მაგრამ ერთადერთი, რამაც ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, ეს იყო ჩემი თავის ემოცია და ეს არის ის, რასაც ვერ ვაპატიებ.

დედასთან ურთიერთობა მაქვს, ვზრუნავ, ვიზრუნებ ყოველთვის, მან გამაჩინა, მაგრამ ორი დღის ბავშვი დამტოვა. ორი დღის ბავშვი, 1991-ში, როდესაც არც პამპერსი იყო, არც საჭმელი.

წარმოიდგინეთ, ორი დღის ბავშვი... და წავიდა... ისეთი სირთულეები გადამიტანია, ყველაზე ცუდი რაღაცები გადამიტანია და არასოდეს მიფიქრია, რომ... ამას ვერ გავიგებ, როგორ უნდა მიატოვო ორი დღის ბავშვი. ისიც ვუთხარი, მერე რომ აღარ მოუშვეს ბებიამ და პაპამ, არ უნდა მოეშვი-მეთქი.  ესეც ვუთხარი, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ის ტანსაცმელები, ექვსი თვის მერე, მე დედა მინდოდა, ვინც მაჭმევდა, ვინც ჩამეხუტებოდა.

როცა ყველაფერს გავარკვევ, რა და როგორი იქნება, რანაირიც იქნება, მართლა ფილმი უნდა გადავიღო ჩემს ცხოვრებაზე. არ მეგონა დღეს რამე თუ კიდევ ამატირებდა, მაგრამ ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა.

ძალიან გთხოვთ, არ განსაჯოთ, არ განიკითხოთ დედაჩემი, ცუდი კომენტარები არ დაწეროთ, იმიტომ, რომ ყველაფერს კითხულობს და არ მინდა, ემოციურად იმოქმედოს მასზე.

მე ძალიან დიდი ვიყავი უკვე, რომ გავიცანი, იმიტომ მაქვს ალბათ ეს ჩაციკვლა ბავშვებზე. დედებო, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეთ, ჯობია, ყველაფერი, მათ შორის, გაჭირვებაც, ბავშვებთან ერთად გადალახოთ, ვიდრე ცალ-ცალკე. არ მიატოვოთ, დედებო ,შვილები, არასოდეს".