თამო ვაშალომიძე „ნანუკას შოუს“ სტუმარი იყო, სადაც ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მომხდარ გახმაურებულ დეტალებსა და პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე გულახდილად ისაუბრა.

თამო ვაშალომიძის ინტერვიუ
- ვიდეო არ ჩამიწერია და არც ვაპირებ ჩაწერას. როდესაც დავინახე, რომ ხალიჩა ცარიელი იყო - მესამეჯერ ვარ და ვიცი, რომ არ უნდა იყოს ცარიელი და არ ვიცი, რატომ იყო. ამ დროს მეუბნებიან და ავდივარ. მე ვიცი, რომ როდესაც ადიხარ, კიბეებთან გაქვს 2 წუთი, მერე ცენტრში, მერე გასვლისას. ანუ ვიცი, დრო მაქვს ჩემი, გათვლილი მაქვს ტვინში: ერთი პოზირება, ორი პოზირება და ასე შემდეგ...
მე მქონდა ზუსტად შვიდის თხუთმეტ წუთზე გასვლა. დავინახე, რომ ჯორჯინა მოდის და გავგიჟდი! თან სოფია მიდგას გვერდით. იმდენად საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ საერთოდ ჩემი შვილის დახატული და შექმნილი კაბა მქონდა და თან პირველი ფრენა იყო სოფიასი, პირველი გასვლა იყო საქართველოდან.
მოკლედ, რომ ავედი, გავჩერდი და აი, ზუსტად გაჩერება იყო, რომ არ მოვეწონე ფოტოგრაფებს. მესმის, იმიტომ რომ ქორწილი ჰქონდა, ახლა ძალიან აქტიური პერიოდი აქვს... მესმის მისი, მაგრამ ეს ჟესტი ცოტა უხერხული იყო. ცოტა მეწყინა, რეალურად, მაგრამ ახლა მე ისეთი ვარ, რომ არ ვიმჩნევ არასოდეს. თუმცა იმას ვფიქრობდი, ფოტოგრაფების იქით იყო ჩემი 8 წლის გოგო, რომელიც დიდ ეკრანზე მიყურებდა და ვითომ არაფერი, ისე გავიარე, ჩვეულებრივად ჩავამთავრე, გამოვედი, ძალიან ადვილად.
- დაშორების შემდეგ ქალების მიმართ გავხდი სხვანაირი. არ ვიცი ხუმრობით ვამბობ, ქალების რაღაცა პარტია უნდა ჩამოვაყალიბო, იმიტომ რომ ქალებზე ვარ გაგიჟებული, მინდა სულ ქალებს რაღაცნაირად ძალა მივცე, პოსტები ვწერო, ქალებს მოტივაცია მივცე. ვალდებულად ვთვლი, რომ ვიზრუნო მათზე და ყველაფერი ისე გავაკეთო რომ მათი ნდობა რაც მაქვს გავამართლო.
არავინაა ვალდებული, რომ ვუყვარდე, ადგეს და დამიწეროს კომენტარები. ქართველობო, ემიგრანტებო ძალიან დიდი მადლობა, სულ ქართველების კომენტარები იყო. მადლობა, რომ ყოველთვის გვერდში მიდგახართ.