„Elle-სა და Harper's Bazaar-ში ჩემი ფოტოები გამოქვეყნდა...“ - თეკლა გეთიაშვილის პარიზული თავგადასავალი და პარიზის მოდის კვირეულის შთაბეჭდილებები - Marao

„Elle-სა და Harper's Bazaar-ში ჩემი ფოტოები გამოქვეყნდა...“ - თეკლა გეთიაშვილის პარიზული თავგადასავალი და პარიზის მოდის კვირეულის შთაბეჭდილებები

2026-10-12 11:43:43+04:00

ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა, გამომწერებს მორიგ სიახლეს უზიარებს. ამჯერად მან ტიკ-ტოკზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა  შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. მან კვირეულზე სოფია ხარჩილავას კოლექცია წარადგინა.

"ჟურნალები Elle, Harper's Bazaar-ი და მსოფლიოს წამყვანი მოდის გამოცემებია, სადაც სხვა მოდელებთან ერთად ჩემი ფოტოებიც გამოაქვეყნეს.

მოკლედ, პარიზის მოდის კვირეულის შთაბეჭდილებებითა და გამოხმაურებებით დაგიბრუნდით. მოდის კვირეულმა საოცრად ჩაიარა, ხოლო მეორე დღიდანვე დაიწყო გადაღებები, სარეკლამო კამპანიები და უამრავი საოცარი გამოხმაურება. ვისაც ჩემსავით ბავშვობაში წარმოგიდგენიათ პარიზში პრინცესად ყოფნა - ისე, როგორც წარმოიდგენდით ქუჩაში გამოსვლისას გარშემო შემოკრებილ ხალხს - სწორედ ასეთი დღეები დამეწყო მოდის კვირეულის დასრულებისთანავე.

პარიზში ვისაც ცნობილი „Café de Flore“ გეცნობათ, რომელიც პიკასოს საყვარელი კაფე იყო და დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ვიზიტორებისთვის - მეპატრონეც კი დაინტერესდა და ალბერტს ჰკითხა, ხომ არ იმუშავებს ჩვენთან, აქ იყოს და რეკლამირება გაგვიწიოსო. პარიზში გადმოსვლაზეც კი დავფიქრდი, გააჩნია, რა თანხას შემოგვთავაზებენ-მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით," - ამბობს თეკლა.

tekla-getiashvili

  • ნიცა თავაძე CHANEL-ის ჩვენებისთვის - ექსკლუზიური კადრები და სამზადისი პარიზის მოდის კვირეულის მთავარი ჩვენებისთვის 

პარიზის მოდის კვირეული 2026

პარიზის მოდის კვირეული 2026 წლის მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც წამყვანი მოდის სახლები ახალ კოლექციებს წარადგენენ. ღონისძიება დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, ხოლო მოდის მოყვარულებს - გაეცნონ მომავალ სეზონზე მოსალოდნელ ტენდენციებს.

  • ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილი მონიკა ბელუჩისთან ერთად პარიზში – ქართველი დიზაინერების გამორჩეული შეხვედრა 

პარიზის პოდიუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც კლასიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციებს, ისე თამამ სილუეტებს, ორიგინალურ დეტალებსა და ექსპერიმენტულ დიზაინს. ჩვენებებს ტრადიციულად ესწრებიან ცნობილი მსახიობები, მოდელები და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამოჩენაც ხშირად არანაკლებ ინტერესს იწვევს, ვიდრე თავად კოლექციები.

პარიზის მოდის კვირეული მხოლოდ ტანსაცმლის ჩვენება არ არის, ეს არის სივრცეა, სადაც იკვეთება მოდის მომავალი მიმართულებები და იქმნება სეზონის მთავარი სტილისტური აქცენტები.