არიან ადამიანები, რომელთა სილამაზეც დროს უძლებს, ზოგჯერ კი - შთამომავლობაში სრულიად ახლებურად იღებს დასაბამს. ლიკა ქავჟარაძის გენეტიკა დღეს მის შვილიშვილში, ალექსანდრე თაქთაქიშვილში ცოცხლდება.


საშკა ამერიკაში, მშობლებთან - ლევან თაქთაქიშვილთან და თამუნა ლოლუასთან ერთად იზრდება. მან ახლახან სკოლის გამოსაშვები საღამო აღნიშნა და უკვე დიდი გეგმებით ემზადება მომავლისთვის. გარეგნული მსგავსება კი, რომელსაც მის ფოტოებზე თვალის ერთი გადავლებითაც შეამჩნევთ, კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას ყველასთვის საყვარელ მსახიობს.


ლიკა ქავჟარაძის ქორწინება
დედა შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, როდესაც ლიკას, ჩოგბურთზე მიმავალს, სანდრო თაქთაქიშვილი - მომავალი მეუღლე შეხვდა. მათ მაინც იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.
ლევანმა ცხოვრება მამასთან ერთად, აშშ-ში გააგრძელა.

ლიკა ქავჟარაძის შვილი - ლევან თაქთაქიშვილი
ლევანი უკვე არაერთი წელია, რაც სამშობლოდან შორს, აშშ-ში ცხოვრობს. მან იქვე იქორწინა თამუნა ლოლუაზე. ლევანი და თამუნა ერთ შვილს ზრდიან, რომელსაც ბაბუის, ალექსანდრეს სახელი დაარქვეს.

ლევანი სოციალურ ქსელში აქტიურია და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორსაა, ხშირად წერს აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ, იქნება ეს სპორტი, პოლიტიკა თუ სხვ. ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს მისი მეუღლე, თამუნა. განსაკუთრებულ სიყვარულს კი ყოველთვის იმსახურებს მათი შვილი, საშკა, რომელიც საოცრად ჰგავს ცნობილ ბებიას,ლიკა ქავჟარაძეს.