„იყო და არა იყო რა“ - მარიამ შენგელიას ზღაპარი: კადრები წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქორწილიდან - Marao

„იყო და არა იყო რა“ - მარიამ შენგელიას ზღაპარი: კადრები წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქორწილიდან

2026-10-13 13:26:13+04:00

მარიამ შენგელის ქორწილი

26 სექტემბერს ქართული შოუბიზნესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი მოექცა - მომღერალმა მარიამ შენგელიამ და მორაგბე გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

ქორწილს ქართული შოუბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ: სალომე ბაკურაძე, ნანუკა გულუა, ალექსანდრა პაიჭაძედა სხვა ცნობილი მომღერლები, მსახიობები თუ სპორტსმენები. მარიამ შენგელიას ერთ-ერთი მეჯვარე კი ასევე ცნობილი მომღერალი, ნუცა თოფურია იყო. 

  • ქორწილი, რომელზე საუბარიც არ წყდება - რუსკა ქარქაშაძის დის, ქეთო ქარქაშაძის დახვეწილი დღესასწაული დაუვიწყარი მომენტებით

პატარძლის დახვეწილ და ელეგანტურ იერსახეზე ბრენდმა RARA COUTURE-მა იზრუნა. RARA COUTURE, რომელიც ცნობილი Rara Avis Group-ის პრემიუმ ხაზს წარმოადგენს,  საერთაშორისო საქორწინო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალი კლასის (Luxury) ბრენდია. ის სპეციალიზებულია ექსკლუზიურ, „ოტ კუტური“ (Haute Couture) სტანდარტების საქორწინო და საღამოს კაბებზე, რომლებიც გამოირჩევა ავანგარდული დიზაინით, თამამი ჭრილებითა და ნამუშევრის უმაღლესი ხარისხით.

მარიამ შენგელიამ არჩევანი შეაჩერა მოდელზე, სახელწოდებით SULTRY, რომლის ღირებულებაც 5,850 აშშ დოლარია. ეს გახლავთ ქალთევზას სილუეტის საქორწინო კაბა ღია ზურგითა და მაღალი ჭრილით. სამოსის ზედა ნაწილი წარმოდგენილია ნახევრად გამჭვირვალე კორსეტით, რბილი ჭიქებითა და მაქმანის ზედატანით, რომელსაც ბოლოში გაშლილი გრძელი სახელოები და წამოწეული საყელო ამშვენებს, ხოლო დეკორად გამოყენებულია ხელით ამოქარგული მძივები და მარგალიტების წნული. შლეიფიანი ქვედაბოლო შექმნილია მრავალშრიანი ბადისა და მაქმანისგან, რომელიც ჭრილის გასწვრივ გაფორმებულია მაქმანის არშიით.

  • ეს იყო ნამდვილი რომაული ზღაპარი ვილა მიანიში: ელენე გაგუას დაუვიწყარი ქორწილი იტალიაში

ქორწილის სტუმრებმა წვეულებიდან უამრავი ფოტო- თუ ვიდეო გაავრცელეს, ცოტა ხნის წინ კი პროფესიონალური კადრები თავად მარიამმაც გააზიარა. „იყო და არა იყო რა“ - წერს მომღერალი ამ ულამაზესი დღის დაუვიწყარ მომენტებზე.