სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის უფროსი ვაჟის, ლევან კალაძის ფოტომ - ის ახალი იმიჯთ გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ლევანი, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები ბუბუს ეძახიან, მამის გზას აგრძელებს და თავადაც ფეხბურთელია.

ბუბუ (ლევან) კალაძე - ცნობილი ოჯახი და სპორტული კარიერა
ლევან კალაძე კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟია - ის მამის გზას აგრძელებს - თავადაც ფეხბურთითაა გატაცებული. ცოტა ხნის წინ სპორტული გამოცემა LaGazzetta წერდა, რომ ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან გუნდთან 2-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ახლა ლევანი ხშირად აქვეყნებს კადრებს ვარჯიშიდან.
LaGazzetta-ს ინფორმაციით, ლევან კალაძე კონტრაქტის გაფორმებამდე კლუბთან რამდენიმე თვის მანძილზე ვარჯიშობდა, ის 4-ნომრიანი მაისურით თამაშობს და მცველის პოზიციას იკავებს.
"ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე", - ამბობდა ლევან კალაძე LaGazzetta.ge-სთან საუბარში.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“, – ამბობდა ანუკი არეშიძე.
დღეს ანუკი არეშიძე და კახა კალაძე 4 ვაჟს, ლევანს, კახაბერს, ვაჩესა და ნიკოლასს ზრდიან. ლევანმა ფეხბურთისადმი ინტერესი უკვე გამოხატა, რა გზას აირჩევენ მისი უმცროსი ძმები, ჯერ უცნობია.