მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში: ნასტასია ლეგრანის შთამბეჭდავი პარიზული სეზონი - Marao

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში: ნასტასია ლეგრანის შთამბეჭდავი პარიზული სეზონი

2026-10-16 13:52:57+04:00

პარიზის მოდის კვირეული ტრადიციულად მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრია, სადაც თავმოყრილია ყველაზე გავლენიანი დიზაინერები, მოდი სახლები და მოდელები. წელს ამ გრანდიოზული მოვლენის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ქართველი მოდელი, ნასტასია ლეგრანი, რომელმაც პოდიუმზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოსვლებით მაყურებელი მოხიბლა.

ნასტასიამ მონაწილეობა მიიღო მოდის სამყაროს ისეთი გიგანტი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა: Dior, Hermès, Givenchy და სხვა წამყვანი მოდის სახლები.

წარმატებული ჩვენებების შემდეგ, ნასტასიამ თავის გამომწერებს სოციალურ ქსელში ჩვენებებიდან კადრები გაუზიარა.

nastasia-legran

nastasia-legran

nastasia-legran

nastasia-legran

nastasia-legran

  • ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მოდის მწვერვალზე: ქართველი მოდელი Dior-ისა და CHANEL-ის ჩვენებებზე 

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის წარმატების გზა

ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ასევე საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანია. ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

odels.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოდელი, ნასტასია ლეგრანმა კარიერა პარიზში,  Women Management Paris-დან დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan. ნასტასია ლეგრანი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.

  • ქართული ნიჭისა და სილამაზის ზეიმი პარიზში - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი ირაკლი რუსაძის შოუზე 

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

ნასტასია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად სულ უფრო ვითარდება, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. ინსტაგრამზე მხოლოდ სამიათასამდე გამომწერი ჰყავს და ცხოვრების მშვიდ სტილს ირჩევს.